დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ითესება, იმარგლება, ისმევა და არ იჭმევა...“
„ითესება, იმარგლება, ისმევა და არ იჭმევა...“
ავტორი: ლიკა ჩახუნაშვილი
სულ ნანახია 4023
ავტორი:
ლიკა ჩახუნაშვილი
მსგავსი სიახლეები

რას საქმიანობს ინტელექტკლუბი რა? სად? როდის?

 

საქართველოში ინტელექტკლუბი  „რა? სად? როდის?“ დიდი ხანია, წარმატებულად საქმიანობს. იგი  1991 წელს ჩამოყალიბდა და მისი  პრეზიდენტი გიორგი მოსიძეა. ქუთაისში აღნიშნული კლუბი 1995 წელს შეიქმნა. აქ ბევრი ჩემპიონატი ჩატარდა როგორც ქალაქის მასშტაბით უმაღლეს ლიგაში, ასევე სკოლებსა და უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის, რაც მიზნად ისახავს ნიჭიერი და განათლებული ახალგაზრდების წარმოჩენას და მათ ინტელექტუალურ მომზადებას ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. დღემდე ქუთაისის კლუბის უმაღლეს ლიგაში ჩატარებულია 83 ჩემპიონატი. კლუბი ასევე მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში.

 

ქუთაისის გუნდმა „კოზანოსტრამ“, რომლის კაპიტანიც კახა მაჩიტიძეა, საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა, სერგო თევდორაძე „ბროლის ბუს“ მფლობელი და მსოფლიო ჩემპიონია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. განსაკუთრებით წარმატებულად ასპარეზობს გუნდი „ტინი“ - კაპიტანი რეზო რობაქიძე და  „კარცერ-ლუქსი“ - კაპიტანი ზაალ ხონელიძე. ისინი არაერთხელ გამხდარან ქუთაისისა და დასავლეთ საქართველოს ჩემპიონები.

 

გუნდ „კარცერ-ლუქსის“ კაპიტანი ზაალ ხონელიძე ?1 ბაგა-ბაღის დირექტორია. აღსანიშნავია, რომ ბატონი ზაალი  ინტელექტუალური თამაშის პროპაგანდას სააღმზრდელო დაწესებულებაშიც ახდენს. იგი არის  დასავლეთ საქართველოს, ქუთაისის და სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალგზის ჩემპიონი, მიღებული აქვს უამრავი სიგელი და მედალი.

 

ზაალ ხონელიძე: „ქუთაისის ინტელექტკლუბი „რა? სად? როდის?“ საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობს. 2003 წლიდან ამ კლუბის წევრი ვარ. აქ არიან გამარჯვებაზე და წარმატებაზე ორიენტირებული გუნდები. მიმდინარე წლის მაისში საირმეში ჩატარდა უპრეცედენტო და გრანდიოზული იმერეთის ფესტივალი, სადაც გამარჯვება მოიპოვა გუნდმა „პენტიუმმა“, რომლის კაპიტანიც დავით რაფავაა. აღვნიშნავ, რომ ქუთაისის კლუბი დღესაც აქტიურად აგრძელებს მოღვაწეობას ქალაქში და მთელს რეგიონში, რათა ეს მართლაც შესანიშნავი თამაში უფრო პოპულარული გახადოს და რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს მასში. ეს არის აბსოლუტურად სხვა სამყარო, სადაც მხოლოდ ინტელექტი იმარჯვებს. მოგეხსენებათ, რომ ?1 საბავშვო ბაღში ვარ დირექტორი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ  ამ დაწესებულებაში უკვე იზრდებიან მომავალი ინტელექტუალები. ჩვენ რეგულარულად ვატარებთ ტურნირებს. პატარა აღსაზრდელები მცირე ასაკიდან ეჩვევიან  ლოგიკურ და გამართულ აზროვნებას. სწორედ ბაღის ასაკიდან ხდება ბავშვებში ინტელექტისა და ნიჭის გამოვლენა.

 

ჩვენ ტურნირებს ვატარებთ აგრეთვე  სასჯელაღსრულების ქუთაისის ?2 დაწესებულებაში. იქ ძალიან ბევრი ნიჭიერი ინტელექტუალი და განათლებული ადამიანია თავმოყრილი. ისინი სვამენ რთულ და საინტერესო შეკითხვებს, რომლებსაც იქ არსებული ბიბლიოთეკის ბაზიდან არჩევენ. იქ ძალიან ბევრი საინტერესო და ნიჭიერი ახალგაზრდაა.“

 

კითხვის სირთულის რაობაზე კი გუნდ „კარცერ-ლუქსის“ კაპიტანს ასეთი მოსაზრება აქვს:


„ვცდლობ, იყოს რთული კითხვა, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს ლოგიკური გასაღები და მისი გამოცნობა უნდა შეძლოს რიგითმა ტელემაყურებელმა. 

 

2014 წლის ფინალურ სერიაში მქონდა ასეთი შემთხვევა - დავსვი შეკითხვა ფინალის გუნდთან და დარბაზის დახმარებითაც ვერ შეძლეს გამოცნობა. კითხვა ასეთი იყო, უფრო სწორად ხალხური გამოცანაა: „ითესება, იმარგლება, ისმევა და არ იჭმევა...“ ამჯერად ამ გამოცანას  თქვენი გაზეთის ერთგულ მკითხველს დავუტოვებ გამოსაცნობად.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია