დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის წარდგენის ვადა მცირდება
სულ ნანახია 1911
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ზუსტად ერთი წლის წინ,  ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, შემუშავდა და წევრი სახელმწიფოებისათვის ხელმოსაწერად გაიხსნა ევროკონვენციის დამატებითი მე-15 ოქმი, რომლის თანახმადაც, სტრასბურგის ადამინის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარდგენის ვადა 6-დან 4 თვემდე მცირდება, ხოლო სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთა ასაკი წარდგენის მომენტში არ უნდა აღემატებოდეს 65 წელს.

აღნიშნულ ოქმს სტრასბურგში დღეს საქართველოს სახელით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხელი მოაწერა.

 

მოცემულ ოქმს დღემდე ევროსაბჭოს 47 წევრი სახელმწიფოდან 37-მა ქვეყანამ  მოაწერა ხელი.

 

ევროსაბჭოს მიერ   მეთხუთმეტე ოქმის მიღება მიზნად ისახავს პრინციპის დამკვიდრებას, რომლის თანახმადაც, ადამიანის უფლებების დარღვევები წევრ სახელმწიფოშივე უნდა აღმოიფხვრას და სტრასბურგის სასამართლოში მხოლოდ კომპლექსური საქმეები უკიდურეს შემთხვევებში უნდა ხვდებოდეს.


მიმართვის ვადის შემცირებასთან ერთად, ოქმი ითვალისწინებს ამ მიზნით სპეციალური დებულების დამატებას ევროკონვენციის პრეამბულაში. სტრასბურგის სასამართლოს სურს, პრობლემები ქვეყნის შიგნით გვარდებოდეს და მასთან მისული საქმეების ოდენობა შემცირდეს, რათა სასამართლო განიტვირთოს და საქმეების განხილვის ვადაც მაქსიმალურად შემცირდეს.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მოუწოდებს ქართველ ადვოკატებს, იხელმძღვანელონ ახალი ნორმით და გაითვალისწინონ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოში გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებები არა ექვს, არამედ ოთხ თვეში უნდა გაასაჩივრონ. ვადის დარღვევის შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლო საჩივარს არსებითად აღარ განიხილავს.


 

აღნიშნული ცვლილება რამდენიმე თვეში ყველა ქვეყნის მიერ მეთხუთმეტე ოქმის რატიფიკაციის შედეგად შევა ძალაში, რის შესახებაც იუსტიციის სამინისტრო საზოგადოებას დამატებით მიაწვდის ინფორმაციას

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია