დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„საქპატენტში“ მედიასთან შეხვედრა გაიმართა
სულ ნანახია 1579
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტში“ USAID-ის პროგრამა ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივისა (EPI) და საქპატენტის ორგანიზებით მასმედიის წარმომადგენლებთან ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ამ ღონისძიებაში მონაწილე საინფორმაციო სააგენტოების, ბეჭდური მედიის, რადიო და ტელემაუწყებლობის ჟურნალისტებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია საქპატენტის საქმიანობის შესახებ, რომლის მთავარი ფუნქციაა ინტელექტუალური საკუთრების დაცვა საქართველოში.

 

შეხვედრა გახსნა საქპატენტის თავმჯდომარემ ირაკლი ღვალაძემ. მან ყურადღება გაამახვილა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მნიშვნელობაზე სახელმწიფოს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების საქმეში, ისაუბრა საქპატენტში მიმდინარე პროცესებსა და სამუშაო პროცესში წამოჭრილ აქტუალურ საკითხებზე. საქპატენტის დარგობრივმა სპეციალისტებმა ჟურნალისტებს გააცნეს საქპატენტში განაცხადების ელექტრონული წარდგენის თანამედროვე სისტემა, რომლის დანერგვაც აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. საპრეზენტაციო მოხსენებით გამოვიდნენ საქპატენტის დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ყურადღება გაამახვილეს ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტებზე, რომელთა დაცვას საქპატენტი ახორციელებს, კერძოდ: გამოგონებების, სასარგებლო მოდელების, დიზაინის, სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების, მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების. ასევე, მიმოიხილეს საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებების დეპონირების საკითხი.


 

აღსანიშნავია, რომ საქპატენტის საქმიანობის სპეციფიკაში გარკვევა მასმედიის წარმომადგენლებს დაეხმარება ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხების საფუძვლიანად და ამომწურავად გაშუქებაში, შესაბამისად, მათ მიერ საზოგადოებას მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროს შესახებ. 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია