დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ჯორჯიან ამერიქან ელოიზი“ სილიკომანგანუმის წარმოებას ამცირებს
„ჯორჯიან ამერიქან ელოიზი“ სილიკომანგანუმის წარმოებას ამცირებს
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
სულ ნანახია 1892
ავტორი:
როლანდ ხოჯანაშვილი
მსგავსი სიახლეები

საქართველოში მაიამიდან ბიზნეს-შეტყობინება შემოვიდა: კომპანიების „ფელმანპროდაქშენ“, „მეტალს ენდ ელოიზ“, „ფელმან თრეიდინგი“ და „ჯორჯიან მანგანეზის „დედაკომპანია აცხადებს, რომ საქართველოში არსებულ საწარმოებში განუსაზღვრელი ვადით  სილიკომანგანუმის წარმოებას ამცირებს. „ჯორჯიან მანგანეზი“, რომელიც სილიკომანგანუმის წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია აშშ-ში, აჩერებს ერთ-ერთი ელექტრორკალური ღუმელის  მუშაობას ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში. გადაწყვეტილება 2014  წლის 1 ივნისს გამოიცა.

 

სამუშაოს გახანგრძლივებული შეჩერება საშუალებას მისცემს „ჯორჯიან მანგანეზს“, დაიწყოს ღუმელზე დაგეგმილი განახლების პროცესი მისი ეფექტურობის გაზრდის მიზნით. აღნიშნული შეჩერება შეამცირებს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ სილიკომანგანუმის წარმოებას, დაახლოებით, 2,500 ტონით.

„დაგეგმილი დახურვა იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს სტრატეგიას, გავაუმჯობესოთ წარმოების მეთოდები და განვაახლოთ დანადგარები, რათა უფრო ეფექტური გავხადოთ წარმოება და გავამყაროთ ჩვენი კონკურენტული პოზიცია ხანგრძლივი პერიოდით,“ - აცხადებს ველველ ლოზინსკი, „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორი.

ჩვენს მიერ მოპოვებული  ინფორმაციის მიხედვით, „ჯორჯიან მანგანეზის“ ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა წლიურად, დაახლოებით, 180 000 ტონა სილიკომანგანუმს აწარმოებს. როგორც  მაიამის სრულ მფლობელობაში არსებული ფილიალი, „ჯორჯიან ამერიქან ელოიზ“ (ჯაა), „ჯორჯიან მანგანეზი“ პროდუქციას უშვებს საერთაშორისო არენაზე ისეთი ფართო სადისტრიბუციო ქსელით, როგორიცაა მისივე ჰოლდინგში მყოფი ერთ-ერთი კომპანია „ფელმან ტრეიდინგ ინკ“.

 

„ჯორჯიან ამერიკან ელოიზ ინკ“-ის შტაბ-ბინა განთავსებულია ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში. იგი წარმოადგენს რკინისა და ფოლადის წარმოებისათვის მაღალი ხარისხის ფეროშენადნობების და საჭირო ელემენტების წამყვან მწარმოებელ და მიმწოდებელ კომპანიას. კომპანია ამუშავებს მთელ რიგ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, მათ შორის არის ჩრდილოეთ ამერიკაში არსებული „ფელმან პროდაქშენ“, „ფელმან ტრეიდინგ“, „მეტალს ენდ ელოიზ“  და აღმოსავლეთ ევროპაში არსებული „ჯორჯიან მანგანეზი“, რომელშიც შედის ჭიათურის სამთოგამამდიდრებელი კომბინატი, ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა და ვარციხეჰესი. კომპანიების ასეთი მრავალფეროვანი პროფილი და მარკეტინგული ორგანიზება საშუალებას აძლევს „ჯორჯიან ამერიკან ელოიზს“, შესთავაზოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უზადო, სანდო მიწოდება კონკურენტულ ფასებში. აღნიშნული კომპანია ტრანსკონტინენტურია და ნედლეულის მოპოვებას აწარმოებს აფრიკაშიც.

 

კითხვაზე, ხომ არ მოხდება ზესტაფონის „ფეროს“ ერთ-ერთი ღუმელის გაჩერებით მუდმივად წარმოების შემცირება, „ელოიზის“ მხრიდან მივიღეთ პასუხი: „ღუმელის მუშაობის შეჩერება უკავშირდება მხოლოდ მის განახლებას და თანამედროვე სტანდარტებთან გათანაბრებას“.

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია