საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
შშმ პირთა დასახმარებლად
სულ ნანახია 1043
ავტორი:

ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, ლატვია-საქართველოს თანამშრომლობის ფონდთან და პროფესიული გადამზადების ცენტრთან ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანიც იმერეთის რეგიონში მყოფი შშმ მქონე პირების პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობაა.

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობის ადვოკატირების საპილოტე პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრას ქუთაისში მოქმედი მეწარმეები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომელთაც  პროექტის ორგანიზატორებმა თავიანთ დაწესებულებებში შშმ პირთა დასაქმების მნიშვნელობაზე ესაუბრეს.

 

მეწარმეების, არასამთავრობო სექტორის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, მათი სურვილია, დაასაქმონ შშმ პირები მათი შესაძლებლობის ფარგლებში ხელმისაწვდომ თანამდებობებზე, თუმცა ამისთვის სახელმწიფოს მხრიდან შემხვედრი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რაც გულისმხობს დაბეგვრის გაუქმებას ან განახევრებას, როგორც ეს განვითარებულ სახელმწიფოებში ხდება.

 

ნესტან ჩაგელიშვილი

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია