დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ათი ქვეყანა, სადაც მსუქანი ქალები უყვართ
ათი ქვეყანა, სადაც მსუქანი ქალები უყვართ
სულ ნანახია 14717
ავტორი:

მიუხედავად იმისა, რომ გადამეტებულ სიმსუქნეს პრობლემები ახლავს, ბევრ ქვეყანაში ასეთი ქალები მოსწონთ, რადგან მიიჩნევენ, რომ სიმსუქნე ჯანმრთელობის, სიმდიდრის და ბედნიერების სიმბოლოა.

 

1. ტონგა

წყნარ ოკეანეში მდებარე პატარა კუნძულ ტონგაზე სილამაზედ დიდ ზომებს მიიჩნევენ. 140 ათასი კუნძულის მცხოვრებლიდან 100 ათასს გადაჭარბებული წონა აქვს. ჩრდილო-ამერიკული ასოციაციის მიერ სიმსუქნის პრობლემებთან დაკავშირებულ რამდენიმე კვლევაში საუბარია იმაზე, რომ კუნძულ ტონგას მცხოვრებლები სიმსუქნისკენ გენეტიკურად არიან მიდრეკილი.

 

 

2. კუვეიტი

კუვეიტი მდიდარია არა მხოლოდ ნავთობის საბადოებით, არამედ ადამიანების სიმსუქნითაც არის ცნობილი. გულსისხლძარღვთა დაავადებები ამ ქვეყანაში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია. კუვეითელი ქალების 52%-ს სიმსუქნის პრობლემა აწუხებთ. ეს უდაბნოს მომთაბარე ხალხი სიმსუქნეს ოდითგან ჯანმრთელობის და სიმდიდრის მანიშნებლად მიიჩნევდნენ. ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება. ქვეყანაში, სადაც ქალის განვითარებას ტაბუ ადევს, ცოლები, როგორც დეკორატიული ატრიბუტები, ისე ფასდებიან. მათი დანიშნულება სახლის შევსებაა. ამიტომ, რაც უფრო დიდია ქალი, მით უფრო მდიდარია მისი სახლი.

 

 

3. ფიჯი

ამ იზოლირებული კუნძულის ლიდერები ყოველთვის ცდილობდნენ იგი დანარჩენი კუნძულებისთვის მიეერთებინათ, შედეგად ფიჯის მცხოვრებთა რაციონში მაღალკალორიული საკვები პროდუქტები გაჩნდა. ამ კუნძულზე უპირატესობა მას აქვს, ვინც მისულ სტუმარს მეტ საჭმელს შესთავაზებს. ამან გამოიწვია ის, რომ ფიჯის მოსახლეობის უმეტესობას ზედმეტი წონა აწუხებს. თუმცა ისინი არა მხოლოდ მსუქნები - ბედნიერებიც არიან. წელის დიდი გარშემოწერილობა ქალისთვის აქ ჯანმრთელობის, ნაყოფიერების და სიმდიდრის სიმბოლოდ ითვლება.

 

 

4. იამაიკა

იამაიკაში მსუქანი ქალების ზომა სამედიცინო სტანდარტებით აღიარებულ იდეალურ ზომას ორჯერ აღემატება. ამ კუნძულის მცხოვრებ ქალთა განსაკუთრებულობად ფართო თეძოები ითვლება. კვლევამ, რომელიც იამაიკაში 1993 წელს ჩაატარეს, აჩვენა, რომ ტანწერწეტა ქალები ამ ქვეყანაში მოწყენილობის სიმბოლოდ აღიქმებიან, ხოლო გადამეტებული წონა - ბედნიერების და სოციალური ჰარმონიის სიმბოლოა. არსებობს მთელი რიგი წამლებისა, რომლებსაც ახალგაზრდა ქალები წონის მოსამატებლად სვამენ.

 

 

5. სამოა

ვინაიდან ქვეყანამ მეორე მსოფლიო ომის დროს უარი თქვა წყნარი ოკეანიდან მოპოვებულ თევზის პროდუქტებზე, სამოელების სხეულის მასამ მომატება დაიწყო. აქ პროდუქტების უკმარისობა ყოველთვის არსებობდა და ბიოლოგ-ანთროპოლოგები თვლიან, რომ სამოელები გენეტიკურად არიან „დაპროგრამებული“ ზედმეტ წონაზე.

 

 

6, ჩრდილოეთ აფრიკა

ამ ქვეყანაში გამხდარი ქალების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. დიდი ქალები აქ სიმსუქნის გამო უყვართ და აქაც ითვლება, რომ მსუქნები მდიდრები და ბედნიერები არიან.

 

 

7. ავღანეთი

საუკუნეების განმავლობაში მსუქანი ავღანელი ქალები ძალიან კონტრასტულები იყვნენ უნაყოფო გარემომცველ სიტუაციასთან შედარებით. მართალია ფარანჯა მათ სხეულს კარგად მალავს, მაგრამ მსუქანი სახის ნაკვთები ავღანელი მამაკაცების აღფრთოვანებას იწვევს.

 

 

8. ტაიტი

ტაიტის ფრანგულ პოლინეზში არსებობს ადგილობრივი ტრადიცია „ხა აპორი,“ რაც ზედმეტ ჭამას ნიშნავს. ახალგაზრდა ქალებს ბევრს აჭმევდნენ და შემდეგ ბელადთან მიჰყავდათ, რათა მას გოგონების სილამაზე შეეფასებინა. ეს ტრადიცია ტაიტიში დღესაც გრძელდება.

 

 

9. ნაურუ

ნაურუს სახელმწიფო არა მარტო თავისი დიაბეტის მაღალი მაჩვენებლებით არის ცნობილი მთელს მსოფლიოში, ამ წყნარი ოკეანის პატარა კუნძულზე სიმსუქნით 14 ათასი ადამიანი იტანჯება. ქალებს სპეციალურად ბევრს აჭმევენ, რათა შემდგომი დედობისთვის მოემზადონ. ამ კუნძულებზე სოფლის მეურნეობას ვერ მისდევენ. ამიტომ კუნძულის მცხოვრებთა საკვები, ძირითადად, იაფი იმპორტული პროდუქტებია, რომლებიც სიმსუქნეს იწვევს.

 

 

10. მავრიტანია

უდაბნოში მცხოვრებ ამ ხალხში ქალების სიმსუქნე სილამაზის და სიმდიდრის სიმბოლოა. ამისთვის ახალგაზრდა გოგონები ყოველ დილით დიდი რაოდენობით ცხიმიანი აქლემის რძეს სვამენ, რაც მათ წონაში მომატებას იწვევს. ბავშვების გაჩენის შემდეგ, ხშირ შემთხვევაში მავრიტანელი ქალები წონის შენარჩუნებას ვერ ახერხებენ და ამის გამო მათ ქმრები შორდებიან.

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია