დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
წინასაარჩევნო გარემოს ხარვეზები ციფრებში
წინასაარჩევნო გარემოს ხარვეზები ციფრებში
სულ ნანახია 1821
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშის მიხედვით, 1 მაისიდან 10 ივნისამდე პერიოდში დაფიქსირდა ოპონენტებზე თავდასხმის - 2, ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის - 4, წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლის 9, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების - 2, სავარაუდოდ აგიტაციის წესების დარღვევის - 1, სამსახურიდან გათავისუფლების - 2, პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესების დარღვევის - 1 ფაქტი. საია-ს შეფასებით, აღნიშნული ფაქტები აზიანებდა წინასაარჩევნო გარემოს და საფრთხეს უქმნიდა თავისუფალ, კონკურენტულ პირობებში საარჩევნო კამპანიის წარმოებას.

 

 

საია-ს ანგარიშში მოყვანილი აქვს 28 მაისის დაპირისპირება გარდაბანში, 24 მაისს, რუსთავში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბთან ქართული ოცნების აქცია, 12 მაისის დაპირისპირება წყალტუბოში, 6 ივნისის დაპირისპირება ზუგდიდში, 7 ივნისის დაპირისპირება ბათუმში. ასევე, 14 მაისს, არასაპარლამენტო ოპოზიციის ქუთაისის ადგილობრივი ლიდერის, ხოლო 21 მაისს საქართველოს გზის ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ირემაძის დაკავების ფაქტები.

საია ანგარიშში საუბრობს აგიტაციაში ხელშეშლაზეც. კერძოდ, 31 მაისს, ფონიჭალაში ენმ-ის კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ხათუნა ბერძენიშვილის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი გაიმართა, რომელმაც დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. ასევე, ანგარიშში მოხვდა 28 მაისის ინციდენტი რუსთავში, როდესაც დაპირისპირება მოჰყვა სამოქალაქო განვითარების სააგენტოში ჩატარებულ ქართული ოცნების ტრენინგს.

 

 

***

 

რაც შეეხება სააგიტაციო მასალის გავრცელებაში ხელშეშლის ფაქტებს, საიას განცხადებით, 2014 წლის 2 ივნისს ბათუმის საკრებულოს წინ მშენებარე კორპუსის ღობეზე, ძველი ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩავლეიშვილის პლაკატების გარდა, ყველა პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პლაკატები შავად იყო გადაღებილი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი თავართქილაძემ საკრებულოს თავმჯდომარე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, ბრძანება ირაკლი ჩავლეიშვილმა პირადად გასცა. ასევე, 25 მაისს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს სოსო ბორცვაძეს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ქართული პარტიის წარმომადგენლებმა არ მისცეს პლაკატების გაკვრის შესაძლებლობა. ხოლო, 14 მაისს, ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის ქალაქ თელავის საკრებულოს პროპორციული სიის დეპუტატობის კანდიდატმა მაკა მოსიაშვილმა ჟურნალისტებისათვის ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მის პარტიას გამგებლისა და მერობის კანდიდატების სარეკლამო ბანერების გაკვრის საშუალებას არ აძლევდნენ, მაშინ როდესაც ქართულ ოცნებას უპრობლემოდ ჰქონდა ბანერებზე წვდომა.

 

ანგარიშის მიხედვით, ფიქსირდება შემთხვევები, როცა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ თანამშრომლებს. აღნიშნული ფაქტების შესახებ საიამ ინფორმაცია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიას მიაწოდა. აღნიშნულ პერიოდში საიამ სამსახურიდან გათავისუფლების 2 ფაქტი დააფიქსირა.

 

 

***

 

„2014 წლის 2 მაისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, კახა ბაბუნაშვილის ბრძანებით, ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ავთანდილ მოწონელიძეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლება შეეფარდა. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებას საფუძვლად დაედო გამგებლის, კონსტანტინე მამისეიშვილის წერილი მოწონელიძის გათავისუფლების მოთხოვნით. თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ავთანდილ მოწონელიძეს „პრაქტიკულად, თანამდებობრივი ინსტრუქციით დამტკიცებული არც ერთი ვალდებულება არ შეუსრულებია, შესაბამისად, ცხადია, რომ მან არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა“ - რაც გახდა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. მოწონელიძემ სამართლებრივი დახმარების თხოვნით საიას ქუთაისის ფილიალს მიმართა. მისი განცხადებით, სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური მოტივებითაა ნაკარნახევი, ვინაიდან იგი წინა ხელისუფლების დროს დაინიშნა თანამდებობაზე და გამგებლისთვის ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირდება.
ავთანდილ მოწონელიძე აცხადებს, რომ „2014 წლის 2 მაისს გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა დაიბარა და განუცხადა, რომ, მართალია, ეს მისი სურვილი არ არის, მაგრამ „ზევიდან“ უთხრეს, რომ უნდა გაათავისუფლოს სამსახურიდან. მოწონელიძემ ჰკითხა, თუ ვინ არის „ზევიდან“ ბრძანების გამცემი, რაზეც პასუხი ვერ მიიღო. იმავე დღეს გამოიცა ბრძანება მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე“ - ნათქვამია საია-ს ანგარიშში და იქვე მოყვანილია გურჯაანის მუნიციპალიტეტში სპეციალისტის გათავისუფლების ფაქტი.

 

 

***

 

 

„2014 წლის 15 მაისს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ემზარ ჯიქურაშვილმა გურჯაანის   მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი ოთარ მირიანაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. გათავისუფლების საფუძვლად მირიანაშვილის მიერ შრომითი ხელშეკრულებითა და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა დასახელდა. ოთარ მირიანაშვილმა სამართლებრივი დახმარების თხოვნით საია-ს თელავის ოფისს მიმართა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ემზარ ჯიქურაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გურჯაანის საკრებულოში კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია სოფელ კაჭრეთიდან, ხოლო გათავისუფლებული მირიანაშვილი ამავე სოფლიდან საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გივი რამაზაშვილის მხარდამჭერი. საია-ს თანამშრომლებთან საუბრისას, ოთარ მირიანაშვილმა განაცხადა, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლების რეალური საფუძველი გივი რამაზაშვილთან ახლო მეგობრობაა, ვინაიდან რამაზაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ემზარ ჯიქურიშვილის კონკურენტად მოიაზრება. გათავისუფლებული პირის თქმით, მას არაერთხელ მოსთხოვეს ნებაყოფლობით სამსახურის დატოვება. კერძოდ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ სოფლის მეურნეობის დარგში გიორგი ჩეკურიშვილმა მას სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების დაწერა მოსთხოვა, რაზედაც უარი მიიღო“ - ნათქვამია ანგარიშში.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია