დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თანადგომა და ქველმოქმედება
თანადგომა და ქველმოქმედება
სულ ნანახია 4378
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

თანადგომა და ქველმოქმედება დღევანდელ სწრაფცვალებად სამყაროში ცხოვრების პირობების შემსუბუქების აუცილებელი პირობაა.

 

საბედნიეროდ, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომელთაც გულთან მიაქვთ სხვისი სატკივარი და ცდილობენ, შეუმსუბუქონ მათ ყოფა. ასეთ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებიან შპს  სასწავლო   ცენტრ „KGSL“-ის დამფუძნებლები: ეგნატე სანდუხაძე და იური გაჩეჩილაძე, სკოლის დედაბოძი, ქალბატონი მადლენა მახვილაძე, სკოლის დირექტორი დალი ჩხაიძე და მოადგილე სასწავლო დარგში ნატო ფილიპია.

 

ულამაზესი დღე გვაჩუქეს ა/წ 3 ივნისს ინკლუზიური სწავლების ცენტრსა და მის აღსაზრდელებს სკოლა  „KGSL“-ის ხელმძღვანელობამ, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა.

 

მოსწავლეები (გიორგი ხვადაგიანი, ნინი მუსელიანი, ნიკა თვალჭრელიძე, ლევან დვალი, გიორგი გურგუჩიანი, ირაკლი ყიფიანი, ლუკა უგლავა, კობა ივანეიშვილი, მარიამ ივანეიშვილი, მარიამ ჟორჟოლიანი, ეთო ონიანი, ქრისტინე განუგრავა, ანი ნემსიწვერიძე, ნინო ცქიფურიშვილი, თამაზ სვანიძე, ილია ბოჭორიშვილი, ბორის ამბროლაძე) მუსიკის მასწავლებელ ლელა კაპანაძისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ცირა კვესტაძის უშუალო ხელმძღვანელობით, ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციით წარსდგნენ ჩვენი მოსწავლეების წინაშე, თბილი და გულში ჩამწვდომი სიტყვებით მიესალმნენ მათ, სიხარული და სიყვარული აგრძნობინეს უნარშეზღუდულებს, გულში ჩაიკრეს და უბედნიერეს ადამიანებად აქციეს ისინი. სტუმრებმა საჩუქრები და მატერიალური დახმარებაც არ დაიშურეს ინკლუზიური ცენტრის აღსაზრდელთა მიმართ. არც არის გასაკვირი მათი მხრიდან ასეთი დიდსულოვნება, რადგან ეს არის საინტერესო შინაარსისა და საუკეთესო მაჩვენებლების მქონე სკოლა, სადაც ასწავლიან გამოცდილი, წარჩინებული და მკვლევარი მასწავლებლები, სადაც დაწყებითი კლასები ადგილზე ახდენენ ახალი მასალის შესწავლა-ათვისებას, სადაც, მესამე საფეხურზე მიმდინარეობს ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, უცხოური ენების, უნარებისა და არჩევითი საგნების გაძლიერებული სწავლება, სადაც, საატესტატო და ეროვნული გამოცდები ყოველთვის 100%-იანი შედეგით მთავრდება.

 

დიდი მადლობა სკოლა „KGSL“-ის დირექციას, პედაგოგიურ კოლექტივსა და მოსწავლეებს განსაკუთრებული თანადგომისა და ადამიანური სითბოსათვის. ეს არ იყო მოვალეობის მოხდის მიზნით შესრულებული ქველმოქმედება, ეს იყო უნარშეზღუდული ბავშვებისადმი გულითა და სულით მიძღვნილი ღონისძიება, დიდი თანაგრძნობა, უდიდესი გულისხმიერება და მეგობრობის ხელის გამოწვდომა.

 

სულ მალე ინკლუზიური სწავლების ცენტრი ახალმოსახლეობას იზეიმებს და თქვენ („KGSL“-ის სასწავლო ცენტრი), ჩვენთან ერთად, ამისი მონაწილე გახდებით. ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება, რამეთუ თქვენი მადლიანი სიტყვა და სიყვარული ყოველთვის წაადგება უნარშეზღუდულთა სწავლების ცენტრს.

 

 

შორენა ამაღლობელი

 

ინკლუზიური სწავლების ცენტრის დირექტორი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია