დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საატესტატო გამოცდების სიებს მიღმა დარჩენილი მოსწავლეები გამოცდას შემოდგომაზე ჩააბარებენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1850
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

ქუთაისის ?1 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლის, ნოდარ იაშვილის მშობელი, შვილის ერთიან საგამოცდო სიაში ვერმოხვედრას აპროტესტებს.

 

ნესტან იაშვილის განცხადებით, მისმა შვილმა მეათე კლასში ექსტერნის 24  გამოცდა ჩააბარა, თუმცა, როგორც 12 ივნისს შეიტყვეს ტექნიკური მიზეზების გამო, ერთიანი ეროვნული გამოცდების გასავლელ მე-11 კლასის საატესტატო გამოცდების ერთიან სიაში ვერ მოხვდა. რის გამოც გამოცდებიდან მოიხსნა.

 

როგორც იაშვილი აღნიშნავს, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნუნუ სიმსივეს მიერ არ მოხდა მე-11 კლასის მოსწავლედ ნოდარ იაშვილის დარეგისტრირება.

 

საგამოცდო ცენტრმა იაშვილი 12 ივნისს დაარეგისტრირა, თუმცა ერთიან სიაში მოსახვედრად ვადები 6 ივნისს დასრულდა. ამჯერად კი,  ელექტრონული სიის გახსნა და მონაცემების ხელით შეყვანაა საჭირო.

 

ნესტან იაშვილი განათლების სამინისტროს და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს მაია მიმინოშვილს მიმართავს, რომ დროულად მოხდეს ნოდარ იაშვილის სიაში ჩასმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთი წელი ეკარგება და მომავალში 4 გამოცდის ნაცვლად 8 გამოცდის ჩაბარება მოუხდება.

 

საატესტატო  გამოცდების მონაწილეთა საგამოცდო ფურცლების დარიგება 13 ივნისს დასრულდა.

 

ქუთაისში გამართულ ბრიფინგთან დაკავშირებით გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა კომენტარი გააკეთა. როგორც ცენტრის პიარ-მენეჯერმა მაია გაბუნიამ გაზეთ „P.S.“-სთან საუბარში განაცხადა, ის ბავშვები, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო საატესტატო გამოცდების ერთიან სიაში ვერ მოხვდნენ, საატესტატო გამოცდას შემოდგომაზე ჩააბარებენ.

 

„რამდენადაც ვიცი, არსებული პრობლემა უკვე ამოწურულია. ვესაუბრეთ იმ ბავშვების მშობლებს, რომელთაც მსგავსი პრობლემა შეექმნათ და ავუხსენით, რომ ბავშვების დამატება ერთიან სიაში ვერ მოხერხდებოდა, რადგან შესაძლოა, ამ პროცესმა რისკები შექმნას და მთელ პროცესს შეუქმნას საფრთხე. გამოსავალი, რომელიც მაია მიმინოშვილმა მათ შესთავაზა არის სამართლიანი, მათთვის გამოცდა შემოდგომაზე დაინიშნება და ერთი წლის დაკარგვა და 8 გამოცდის ჩაბარება არ მოუწევთ. ეს გამონაკლისიც იმიტომ დავუშვით, რომ პრობლემა სკოლის მიერ დაიშვა და ბავშვები არაფერ შუაში არ არიან. თუმცა, მშობლებიც და ბავშვებიც ყურადღებით უნდა ყოფილიყვნენ, რადგან მათ წინასწარ  ხელი უნდა მოეწერათ და ბარათი მიეღოთ, ეს რომ არ მოხდა, ამით უნდა დაინტერესებულიყვნენ. ვინაიდან ეს ბავშვები ექსტერნები იყვნენ, ალბათ, ამიტომ  დაავიწყდათ დირექტორებს მათი სიაში შეყვანა და რაიმე მიზანმიმართულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხს, ჩვენს ცენტრს არანაირი უფლება და არც მიზანი არ აქვს ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს,“ - განაცხადა ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის პიარმენეჯერმა მაია გაბუნიამ.

 

როგორც ცნობილია, საქართველოს მასშტაბით, ერთიან საგამოცდო სიაში 17 ბავშვი ვერ მოხვდა, აქედან ორი  ქუთაისის ?1 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია