დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-7 საერთაშორისო გამოფენა და ბოკალი, რომელსაც გრაფი რიდელი „საფერავისთვის“ შექმნის
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-7 საერთაშორისო გამოფენა და ბოკალი, რომელსაც გრაფი რიდელი „საფერავისთვის“ შექმნის
ავტორი: ნატა გულბანი
სულ ნანახია 4809
ავტორი:
ნატა გულბანი

6-8 ივნისს, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-7 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia-2014 გაიმართა.

 

6 ივნისს გამოფენა ოფიციალურად გახსნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ.

 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოში ცნობილი ღვინის მწარმოებელი კომპანიების და მცირე/ოჯახური მარნების პროდუქცია.

 

დამთვალიერებელს უნიკალური ჰქონდა შესაძლებლობა, გაცნობოდა და დაეგემოვნებინა ქართული ღვინოები, სხვადასხვა რეგიონში დამზადებული ქვევრის ღვინო და მათი ნაირსახეობები. გამოფენაზე აგრეთვე წარმოდგენილი იყო ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ყველიც.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების, ასევე შესაფუთი მასალების, მანქანა-დანადგარების, გადამამუშავებელი ხაზების, მინის ტარისა და საცობების მწარმოებელი თუ დისტრიბუტორი 90-მდე კომპანიამ სხვადასხვა ქვეყნიდან (საქართველო, უკრაინა, თურქეთი, სომხეთი, გერმანია, იტალია, ბულგარეთი, საფრანგეთი, ჩინეთი).

 

გამოფენის ოფიციალური მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ასოციაცია „ქართული ღვინო“.

 

გამოფენის პარალელურად გაიმართა: სომელიეთა ასოციაციის  ჟურნალ „ღვინო“-ს პირველი ნომრის პრეზენტაცია, – კომპანია „რაუშედოს“  პრეზენტაცია, საფერავის ღვინის ჭიქის პროტოტიპის შერჩევის ეროვნული სესიის შედეგების გამოცხადება, რასაც ღონისძიებას გაუძღვება თავად გეორგ რიდელი გაუძღვა.

 

გაიმართა ქართული ღვინის მასტერ-კლასი, ვინის მთავარი სახეობების დაჭაშნიკება, ჩატარდა პრეზენტაცია, რომლის მიზანია ქართველ მეღვინეებს მიეწოდოს ინფორმაცია ფრანგული კომპანია „ბუშერვასლინ“-ის და „ჯითიგრუპის“ თანამშრომლობის დაწყების, იმ პროდუქტების და სერვისების შესახებ, რომლებსაც ეს ორი კომპანია შესთავაზებს ქართველ მეღვინეებს.

 

გამოფენის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება გახლდათ ღვინის საერთაშორისო კონკურსი.

 

6th International Wine Award A- ღვინის საერთაშორისო კონკურსი, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ოფიციალური პატრონაჟით შედგა.

 

ჟიურში შედიოდნენ: საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი - ენოლოგების, ცნობილი ღვინის ჟურნალისტებისა და სპეციალისტების შემადგენლობით.

 

 

საფერავის ბოკალის შერჩევის ერვონული სესია გრაფმა რიდელმა წარმართა

 

თბილისს მსოფლიოს წამყვანი ღვინის ბოკალის მწარმოებელი ავსტრიული კომპანია  RIEDEL-ის მეათე თაობის წარმომადგენელი, გრაფი გეორგ რიდელი სტუმრობდა,  რომელიც საქართველოს გამორჩეულ მეღვინეებთან, სომელიეებთან და ექსპერტებთან ერთად საფერავის ექსკლუზიურ  ღვინის ბოკალს შეარჩევს.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტო, ასოციაცია „ქართული ღვინო“, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“.  გეორგ რიდელს მასპინძლობა ქართული ღვინის საპატიო ელჩმა, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა შალვა ხეცურიანმა გაუწია.

 

გეორგ რიდელის წარმოებაში საფერავის ღვინის ჭიქის გამოჩენა ქართული ღვინის ისტორიაში მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს და ხაზს უსვამს საფერავის გამორჩეულობას. რიდელის ვიზიტი ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მასშტაბური მნიშვნელობისაა, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს ქართული ღვინის, კერძოდ, საფერავის ცნობადობის ამაღლებას.

 

გეორგ რიდელმა ვიზიტის ფარგლებში მასტერ-კლასი გამართა, თავად გაუძღვა საფერავის ექსკლუზიური ღვინის ჭიქის შერჩევის ეროვნულ სესიას.

ავსტრიელი ოსტატის მიერ შექმნილი ღვინის ბოკალით საფერავის დაგემოვნება უკვე უახლოეს რთველზე იქნება შესაძლებელი.

 

 

ინფორმაცია  რიდელების საგვარეულო ბიზნესზე:

 

ღვინის აქსესუარებისა და ბოკალების წარმოებაში მსოფლიო ლიდერია 250-წლიანი ისტორიის მქონე ავსტრიული ოჯახის, რიდელის კომპანია. მისი პროდუქცია პლანეტის ყველაზე საუკეთესო რესტორნებში, ახალი ზელანდიიდან ალიასკამდე, ?1 ბრენდად ითვლება. ცნობილია, რომ ღვინის ჭიქების გეომეტრიასა თუ ღვინის მოხმარების ფსიქოლოგიაზე წარმოებული მრავალწლიანი ექსპერიმენტების შედეგად, რიდელის კომპანიამ იდეალური ბროლის ბოკალთა კოლექცია შეიმუშავა. რიდელს 16 ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ყურძნის ჯიშისა და რეგიონების ღვინოებისთვის შექმნილი აქვს სპეციალური ბროლის ბოკალი.

 

დღეს ყველამ იცის, რომელია „პინონუარის“, „ბორდოსა“ თუ „შარდონეს“ ბოკალი.

მალე მსოფლიო გაიგებს, როგორი იქნება ქართული „საფერავის“ ბოკალი!

 

 

 რამდენიმეწლიანი მოლაპარაკების შედეგად, საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ, ღვინის ეროვნული  სააგენტოს მხარდაჭერით, რიდელის კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა. ამ შეთანხმების შედეგად შეიქმნება „საფერავის“ ბოკალი, რომელიც რიდელის კოლექციაში საპატიო, მე-17 ადგილს დაიჭერს.

 

 ეს ისტორიული ფაქტი კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ყველაზე ცნობილ რესტორნებში, რიდელების კატალოგის მთავარ კოლექციაში, სომელიეები იხილავენ ქართული ყურძნის ჯიშის, „საფერავის“ ბოკალს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია