დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თერჯოლაში მართლმადიდებლების და იეჰოვას მოწმეების დაპირისპირება გრძელდება
თერჯოლაში მართლმადიდებლების და იეჰოვას მოწმეების დაპირისპირება გრძელდება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1920
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მშენებლობა დაპირისპირების მიზეზი გახდა. ერთმანეთს ადგილობრივი მართლმადიდებლები და იეჰოვას მოწმეები დაუპირისპირდნენ.

 

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მუნიციპალიტეტის ცენტრში, ოთხი ძმის ქუჩაზე, დაახლოებით, ერთი კვირის წინ იეჰოვას მოწმეებმა მშენებლობა დაიწყეს. სადაც, მათივე ინფორმაციით, სპეციალური დარბაზი განთავსდება.

მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციას სასულიერო პირებიც შეუერთდნენ. მათი განცხადებით, არ დაუშვებენ მსგავსი დარბაზის მშენებლობას, რადგან ის ქრისტიანი მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

 

ადგილობრივებმა კი ტერიტორიაზე, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, რკინის ჯვარი აღმართეს. თუმცა, როგორც თერჯოლელები აღნიშნავენ, მათ მიერ ჯვრის დადგმას იეჰოვას მოწმეები დასცინიან და აცხადებენ, რომ მშენებლობა აუცილებლად გაგრძელდება.

 

დაპირისპირებაში ადგილობრივი ხელისუფლებაც ჩაერთო. ვინაიდან მშენებლობის ნებართვა თერჯოლის გამგეობამ გასცა, თერჯოლელები პასუხს გამგებლისგან ითხოვენ.  მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით კი საკრებულოს მიმართეს.

ამ დროისთვის მშენებლობა შეჩერებულია.

 

 

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია