დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გადადეს თუ არა გვერდზე ამერიკელებმა საქართველოს პრობლემები?
გადადეს თუ არა გვერდზე ამერიკელებმა საქართველოს პრობლემები?
ავტორი: ცოტნე პაატაშვილი
სულ ნანახია 2142
ავტორი:
ცოტნე პაატაშვილი
მსგავსი სიახლეები

აშშ ბევრს არაფერს ამბობს, როდესაც რუსეთი საქართველოს საზღვრებს არღვევს - ამ სათაურით აქვეყნებს გავლენიანი ამერიკული გამოცემა Foreign Policy სტატიას, რომელიც რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის საზღვრების გადმოწევას და ამ საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების რეაქციას ეხმაურება. სტატიის თანახმად, აშშ-ს უჩვეულო ჩუმი რეაქცია სირიის საკითხზე რუსეთთან თანამშრომლობით არის გამოწვეული.

როგორც სტატიის ავტორი ჯონს ჰადსონი წერს, მას შემდეგ, რაც აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ სირიის ქიმიური იარაღის პროგრამაზე, მოსკოვმა სამი დღის შემდეგ პატარა, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, როგორიც, ჩვეულებრივ, ვაშინგტონს განარისხებდა ხოლმე - რუსმა სამხედროებმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთისთვის პაწაწინა ტერიტორიების ანექსირება დაიწყეს.

„რუსეთი რომ ისევ არღვევს 2008 წლის სამშვიდობო ხელშეკრულებას საქართველოსთან, არ აკვირვებს რეგიონულ ექსპერტებსა და ამერიკელ კანონმდებლებს... მაგრამ ვაშინგტონი შედარებით ჩუმად ხვდება ამ დარღვევას. აშშ-ს, რომელიც, როგორც ამტკიცებენ, საქართველოს ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია დასავლეთში, არ გამოუცია არცერთი ოფიციალური განცხადება. ევროპის კავშირმა, პირიქით, საჯაროდ გამოთქვა პროტესტი   „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ღობეებისა და სხვა ბარიერების აღმართვის“ გამო,“ - წერია სტატიაში.

ეს ჩუმი რეაქცია „უჩვეულოა“ - ამბობს Heritage Foundation-ის მთავარი მკვლევარი რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში არიელ კოენი - „მაგრამ ეს, ალბათ, უკავშირდება სწორედ ახლა მიმდინარე თანამშრომლობას აშშ-სა და რუსეთს შორის სირიის საკითხებში.“

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ეს შედარებითი მდუმარება ზოგიერთ ქართველ ჩინოვნიკს აშფოთებს და ისინი შიშობენ, რომ მათ პრობლემებს გვერდზე გადადებენ, რადგან ამერიკისა და რუსეთის მთავრობა ცდილობს, ერთობლივი ძალისხმევით სირია ქიმიური იარაღისგან გაათავისუფლოს.

ცნობები იმის შესახებ, რომ რუსული ჯარი დიცის საზღვართან მავთულხლართებს ავლებს, სამშაბათს გამოჩნდა. სწორედ ამ დღეს ჟურნალისტების ჯგუფი ცდილობდა სამხრეთ ოსეთში გადასულიყო და მაშინ შენიშნეს, რომ ღობეებს მავთულხლართებს ახვევენ. ქართველებმა რუსულ ჯარს იმაში დასდეს ბრალი, რომ ისინი ცდილობენ ქართველთა მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის 500 კვ. მეტრის ანექსირებასა და ადგილობრივი მცხოვრებლების წინააღმდეგ ძალადობას სჩადიან.

ტერიტორია დიდი არ არის, რაღა თქმა უნდა, მაგრამ Heritage Foundation-ის მთავარი მკვლევარი კოენის თქმით, დარღვევა ისეთია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხი გარანტირებულია. „ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრინციპია. ის ვერ აიტანს ქვეყნების მიერ სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე შეჭრას და საზღვრების ცალმხრივად დადგენას. გარდა ამისა, თუ ევროპული ქვეყნები პროტესტს გამოთქვამენ, ვაშინგტონმაც უნდა აუბას მხარი,“ - აცხადებს მკვლევარი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქმე მხოლოდ საქართველოს როდი ეხება. გასულ კვირას სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეთანხმდნენ სირიასთან დაკავშირებული თანამშრომლობის ჩარჩოზე. ამ თანამშრომლობამ შეიძლება ათწლეული ან უფრო მეტი გასტანოს, თუ გავითვალისწინებთ იმ ლოგისტიკურ სირთულეებს, რომელიც ამ საქმეს თან სდევს.

ანალიტიკოსები მიესალმნენ რუსეთის შუამავლობით შეთავაზებულ შეთანხმებას. მათ მიაჩნიათ, რომ ეს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ეშმაკური მანევრია, რომლის მიზანია აიცილოს სამხედრო თავდასხმა და ხელი შეუშალოს აშშ-ს შეიარაღების კონტროლის ვერიფიკაციისა და განადგურების პროცესში. გარიგების მხარდამჭერების თქმით, ამერიკელი დიპლომატები ძალიან ჩქარობდნენ ასადის დასჯას ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის. ამ შესაძლებლობის გამოყენების შემდეგ აშშ აღარ ჩაერეოდა ამ არასასიამოვნო კონფლიქტში. რუსეთი კი განაგრძობს თავისი გავლენის განმტკიცებას ახლო აღმოსავლეთში და ყოფილ საბჭოთა სამეზობლოში. ზოგიერთები კონგრესში ამას უკვე ამჩნევენ.

სულ ახლახან, „აღმ

 

ოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის წინ, რუსეთი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს აიძულებდა უარი ეთქვათ ევროპის კავშირთან ასოცირებულ ხელშეკრულებაზე. გარდა ამისა, ის აიძულებდა უკრაინას, სომხეთსა და მოლდოვას, საბაჟო კავშირში გაერთიანებულიყვნენ, რის წინააღმდეგაც კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის მაღალჩინოსანმა  ელიოტ ენგლმა ისაუბრა.

„მე მოვითხოვ სახელმწიფო დეპარტამენტისგან, მტკიცედ გააპროტესტოს რუსეთის ბოლოდროინდელი მცდელობები, რომელთა მიზანია ხელი შეუშალოს უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთსა და სხვებს ევროპასთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განმტკიცებაში,“ - ნათქვამია ენგლის განცხადებაში.

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ მოვლენათა ასეთი განვითარება შემდეგ კითხვას აჩენს - რამდენად შეუძლია აშშ-ს, წარმატებით დაყოს სეგმენტებად დიპლომატიური პრობლემები რუსეთთან იმ დროს, როდესაც ის დამოკიდებულია მოსკოვზე, რომელიც უნდა დაეხმაროს მას და უარი ათქმევინოს ასადს ქიმიურ იარაღზე.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია