დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გარდაიცვალა ოთარ ქანდარია - თვითმყოფადი სტილისა და ნატიფი გემოვნების მხატვარი
სულ ნანახია 3532
ავტორი:

გამორჩეული ხელოვანი, თვითმყოფადი მხატვარი ოთარ ქანდარია დაიბადა 1937 წლის 8 ივლისს, ქუთაისში, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე. მუშაობდა დაზგურ და წიგნის გრაფიკაში. გამოფენებში მონაწილეობდა 1966 წლიდან (ქუთაისი, თბილისი, მოსკოვი, პარიზი). აქვს გრაფიკული   სერია   „ქართული ისტორიული ძეგლები“. 2006 წ. გელათის სამონასტრო კომპლექსის დაარსების 900 წლისთავთან დაკავშირებით, ამ სერიის საუკეთესო ნიმუშები გამოვიდა ალბომად, სახელწოდებით „ჟღერს ქვის ჰარმონია“. მისი გაფორმებულია 200-ზე მეტი წიგნი.

 

ოთარ ქანდარიას ნამუშევრები დაცულია საქართველოს კულტურის სამინისტროს ფონდში, ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში, კერძო კოლექციებში. იგი ეროვნული ფესვებიდან ამოზრდილი, თვითმყოფადი სტილისა და ნატიფი გემოვნების მხატვარია; მისი  შემოქმედების ლაიტთემაა კოლხური მოტივები, ქართული ორნამენტი და სხვ.

 

 

გაზეთი „P.S.“ და ვებ-პორტალი psnews-ge უთანაგრძნობს ოთარ ქარდარიას ოჯახს დიდი ხელოვანის გარდაცვალების გამო.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია