დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისში ვირუსული მენინგიტის შემთხვევებმა იკლო
ქუთაისში ვირუსული მენინგიტის შემთხვევებმა იკლო
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 1889
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე
მსგავსი სიახლეები

მოზარდებში ვირუსული ინფექციის გავრცელების კუთხით, ქუთაისი თბილისის შემდეგ მეორე ადგილზეა.

 

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამჟამად ქუთაისში, ვირუსული მენინგიტის 60 შემთხვევაა დაფიქსირებული. მაჩვენებელი 100000 მოსახლეზე კი 30.5-ია.

 

ვირუსული მენინგიტის შემთხვევები ქუთაისის მცხოვრებლებში  დღიურად,  ბოლო მონაცემებით კლებადია. კერძოდ: 24 მაისს  ქუთაისშიბ ვირუსის 10 შემთხვევა დაფიქსირდა, 25 მაისს - 5, ასევე 5 ინფიცირებული გამოვლინდა 26 მაისსაც, ხოლო 27-ში - 4.

 

ქვეყნის მასშტაბით, ვირუსული მენინგიტის 384 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

შეგახსენებთ, რომ ვირუსული მენინგიტი, ძირითადად, მცირე ასაკობრივ კატეგორიაში დაფიქსირდა. ამჟამად ქუთაისში, ვირუსის გავრცელების გამო საბავშვო ბაღებში და სკოლებში, პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასწავლო პროცესი კვირის ბოლომდე  იყო შეჩერებული. თუმცა, 2 ივნისიდან სწავლების პროცესი ყველა სასწავლო დაწესებულებაში აღდგა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია