დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ფოტოკონკურს „წიგნი ობიექტივიდან“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1588
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსი „წიგნი ობიექტივიდან“ დასრულდა. გამარჯვებულები 28 მაისს ქუთაისის ?13 საქალაქო ბიბლიოთეკაში გამოავლინეს და სამახსოვროდ სხვადასხვა ავტორთა წიგნების კრებული გადასცეს.

  

კონკურსი, რომლის მიზანიც წიგნის პოპულარიზაციაა, ორი თვის წინ გამოცხადდა და მასში მონაწილეობა 21-მა ავტორმა მიიღო. ქალაქის ?13 საჯარო ბიბლიოთეკის გამგის, ბელა უჩაძის განცხადებით, კონკურსი მომავალშიც გაგრძელდება და სისტემატიურ ხასიათს მიიღებს, მასში მონაწილეობა ბიბლიოთეკის თანამშრომლებს და ნებისმიერ მკითხველს შეეძლება.


კონკურსში პირველი ადგილი მე-8 საქალაქო ბიბლიოთეკის გამგემ, ლალი ხაჭაპურიძემ დაიკავა; მეორე ადგილზე საჯარო ბიბლიოთეკის ხარისხის მართვის განყოფილების ხელმძღვანელი ინგა გვეტაძე გავიდა; მესამე ადგილი კი, ასევე ბიბლიოთეკის თანამშრომელს, ლოლიტა ჭოლაშვილს ერგო.

ასევე გამოვლინდნენ გამარჯვებულები ნომინაციებში: ფოტოგრაფის რჩეული და ერთგული მკითხველი.

 

მოზარდი თაობის წიგნთან დაახლეობის და წიგნის პოლულარიზაციის მიზნით, ქალაქის №36-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები ბიბლიოთეკაში გაწევრიანდნენ.

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია