დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უნდათ და რა ქნან?
უნდათ და რა ქნან?
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 4720
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე
მსგავსი სიახლეები

ნაადრევი დაქორწინებით გამოწვეული იმედგაცრუება, დანგრეული ოჯახის კომპლექსებით დაავადებული პატარები, ამ გარემოთი დათრგუნული მშობლები და ახლობლები ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ჩამოუყალიბებელ ასაკში გოგონათა დაოჯახებას ახლავს ხოლმე.

 

18 წლამდე ასაკში ახალგაზრდა გოგონებს უჭირთ იმის გაცნობიერება, თუ რა პასუხისმგებლობები ახლავს თან ქართულ ტრადიციულ  ოჯახს.

 

მიუხედავად ოჯახური ვალდებულებებისა, საქართველოში, შეიძლება ითქვას, ყველანაირი რეკორდი მოიხსნა. 18 წლამდე გოგონათა გათხოვების სტატისტიკამ გადააჭარბა 2013 წლის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მეორე ადგილზე იყო მოლდავეთის შემდეგ გოგონების ნაადრევი ქორწინებებით. მას მოსდევდა თურქეთი და ტაჯიკეთი. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 20-დან 24-წლამდე გოგონების 19% 18 წლამდე გათხოვდა. 2014  წელს კი ეს მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა.

არასრულწლოვანი პატარძლები ახალ ოჯახებში ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და სექსუალური ზეწოლის ქვეშ ექცევიან. ქორწინება უარყოფითად მოქმედებს მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ართმევს განათლების მიღების საშუალებას და წარმატებულად დასაქმების შანსს, თუმცა, მოზარდებს, სამწუხაროდ, უჭირთ ამ ყველაფრის გათვალისწინება და ვნების კარნახით მოქმედებენ. უმეტეს შემთხვევაში, ქმნიან დროებით ოჯახებს და მათ მშობლებს კიდევ ერთ პატარას მიუყვანენ სახლში გასაზრდელად.

გაერო და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ 2013 წელს, პარტნიორებთან ერთად მოუწოდა სახელმწიფოებს, ნაადრევი ქორწინება ადამიანის უფლებების დარღვევად და მოზარდებისთვის საფრთხის შემცველად გამოეცხადებინათ და სტრატეგიული გეგმები შეემუშავებინათ ამ მავნე ტრადიციის აღმოსაფხვრელად, თუმცა მსგავსი ღონისძიება საქართველოში  დღემდე არ გატარებულა. ისევ თხოვდებიან არასრულწლოვანი გოგონები და ეს მაჩვენებელი დღითიდღე მატულობს.

 

„ფსიქოლოგები გამოყოფენ რამდენიმე მოტივს, რაც შეიძლება ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნის მიზეზი გახდეს:

 

1. ხშირად გოგონას იმიტომ ეჩქარება გათხოვება, რომ საკუთარი მშობლებისგან ოჯახური სითბოს ნაკლებობას გრძნობს და სურს, ამ გრძნობის კომპენსაცია საკუთარი ოჯახის შექმნით მოახდინოს;

2. ახალგაზრდაზე მშობლები ხშირად გადამეტებულად ზრუნავენ. უფროსები მას აღიქვამენ და ექცევიან როგორც პატარა ბავშვს. ოჯახის შექმნის მოთხოვნილებას ამგვარი მზრუნველობისგან გაქცევის სურვილით ხსნის;

 

3. არსებობს ფიზიკური ლტოლვა, რომელსაც სიყვარულის გრძნობაში ურევენ;

 

4. ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნის არცთუ იშვიათი მიზეზია დაორსულება.

 

„რა თქმა უნდა, ოჯახის შექმნის უმთავრესი მოტივია სიყვარული“, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ეს გრძნობა, უბრალოდ, მიზეზი არის ხოლმე და ოჯახის დანგრევის შემთხვევაში კი ერთი წინადადებით მოიგერიებენ ცნობისმოყვარე ხალხს: „თურმე საკმარისად არ გვყვარებია ერთმანეთი“.

 

ამ ყველაფრის მიზეზი კი ის არის, რომ ახალგაზრდობა ცხოვრების მიმართ მსუბუქი დამოკიდებულებითა და მოქნილი ფსიქიკით გამოირჩევა. წყვილი შეიძლება ერთმანეთის ნაკლს ვერც ხედავდეს და ბედნიერების გრძნობას მძაფრად განიცდიდეს. ადრეული ქორწინების კიდევ ერთი დადებითი მახასიათებელი შეიძლება იყოს ის, რომ ოჯახური ცხოვრება ადამიანში დამოუკიდებლობასა და პასუხისმგებლობის გრძნობას საკმაოდ ძლიერად ავითარებს. ქორწინება გამოცდილებას ჰმატებს და საშუალებას აძლევს წყვილს, რეკორდულ დროში გაიზარდონ როგორც პიროვნებები. უფროსად გახდომა არა მარტო კარგი, არამედ არცთუ ადვილი პასუხისმგებლობაა. ზოგიერთი ადრეულ ქორწინებაში დადებით მაჩვენებლად ახასიათებს შვილების ადრე გაჩენას, რადგან უფროსი შვილების ყოლისას დედ-მამა ისევ ახალგაზრდები არიან.

 

ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას კარგი იქნება, ახალგაზრდები დაფიქრდნენ, არის თუ არა მათი გადაწყვეტილება სიყვარულზე, ან მხოლოდ ლტოლვაზე დაფუძნებული, არის ეს მშობლებისგან გაქცევა თუ დამოუკიდებლობის სურვილი? დაუსვან საკუთარ თავს შეკითხვა: რამდენად მზად არიან ოჯახის შექმნისთვის და რას მოელიან ქორწინებიდან?

 

მამუკა მესხი: „არ არის მიზანშეწონილი ნაადრევად დაქორწინება, რადგან 12-13 წლის ასაკში გათხოვილი ბავშვი და 15 წლის ასაკში მოყვანილი ცოლი, მე მგონი, არ იქნება ძლიერი ოჯახი, იმიტომ რომ, არ იცის ოჯახის ფასი, ბავშვია და თვითონ როგორ უნდა გაზარდოს ბავშვი? ჯერ არ იციან არაფერი, აქიდან გამომდინარე, ოჯახური სიმყუდროვე ირღვევა, მაგრამ საქართველოში დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ ყველაფერი ხდება და არაფერი აღარაა გასაკვირი. უნდათ და რა ქნან?“

 

თეონა კუცია: „ნაადრევი გათხოვება, მე, პირადად, მიმაჩნია ნაჩქარევ გადაწყვეტილებად და 18 წლამდე შექმნილი ოჯახები ხშირად ინგრევა, რადგან მათ ჰგონიათ, რომ გულწრფელად უყვართ ერთმანეთი, მაგრამ ეს არის გატაცება.“

 

ქუთაისში გამოკითხული ამ ასაკის ახალგაზრდების  უმეტესობა მიიჩნევს, რომ ნაადრევი გათხოვება მიუღებელია, თუმცა რას გააკეთებენ ისინი მაშინ, როდესაც ფაქტის წინაშე დადგებიან?

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია