დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
MDF: „გენდერული თანასწორობა ადამიანის უფლებების სრულფასოვანი რეალიზაციის პირობაა“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1780
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

მიმდინარე წლის 21 სექტემბერს მედიის განვითარების ფონდმა (MDF)  სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის მედიაში გენდერული საკითხების გაშუქების თემაზე ტრენინგი გამართა.

ტრეინინგზე, რომელიც MDF-ის ექსპერტებმა და სხვა ორგანიზაციებიდან მოწვეულმა სტუმრებმა UNESCO-ს მხარდაჭერით გამართეს, მოქმედ და მომავალ ჟურნალისტებს გენდერული თემატიკის გაშუქების ადგილობრივი და საერთაშორისო რეგულაციები გააცნეს. ყურადღება დაეთმო იუნესკოს მიერ შემუშავებული გენდერ-მგრძნობიარე ინდიკატორების: ისტორიულ ჭრილში ქალთა თემატიკის კვლევის; ფემინიზმის; ასევე გენდერული საკითხების საერთაშორისო ინსტრუმენტების თემატიკის გაცნობას.
ტრენინგის მიზანს მედიაში გენდერული საკითხების გაშუქების საერთაშორისო და ადგილობრივი რეგულაციების გაცნობა და პრაქტიკაში გამოყენება წარმოადგენდა. ახალი ამბებისა და მიმდინარე მოვლენების მედია გაშუქებისას მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ქალებისა და მამაკაცების შემადგენლობის, ადამიანური გამოცდილების, ქმედების, თვალსაზრისებისა და წუხილების დაბალანსებული წარმოჩენა.

ტრენინგის ფარგლებში ნაჩვენები იყო ფილმი გასული საუკუნეების საქართველოში მოღვაწე ფემინისტი ქალების როლსა და მნიშვნელობაზე ქვეყნის კულტურული თუ სხვა სფეროს განვითარებისათვის.

აღსანიშნავია, რომ UNESCO-ს მხარდაჭერით ხორციელდება  პროექტი  „ქალები წარსულიდან - მაგალითი მომავლისთვის“. პროექტის მიზანია მე-19, მე-20 და 21-ე საუკუნეების მედიაში ქალთა თემატიკის კვლევა და პოპულარიზაცია.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია