დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რა არის ბუნდოვანი და გაურკვეველი ქუთაისის წყალმომარაგებაში
რა არის ბუნდოვანი და გაურკვეველი ქუთაისის წყალმომარაგებაში
სულ ნანახია 3533
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

მიმდინარე წლის 20 მაისს გაიმართა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო-სადისკუსიო შეხვედრა. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, წარმომადგენელი - ამირან ვაშაკიძე და ასოციაცია „ასა“, თავმჯდომარე - ზაზა ხელაძე. შეხვედრას ესწრებოდნენ კომპანიების „კობრა“-ს და „ეპტისა“-ს წარმომადგენლები, ასევე საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ქუთაისში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების განმხორციელებლები

 

 

KOCKS-ის პროექტით დაგეგმილ სამუშაოთა მოცულობა და ცვლილებები

 

ვაჟა-ფშაველაზე:

·  დაგეგმილი: ახალი რეზერვუარები (3 ახალი რეზერვუარი 2X3,500 მ3 + 1X3,000 მ3) და ახალი სატუმბი სადგური, რომელიც გამოკვებავს თეთრამიწის რეზერვუარს (2X2,000 მ3);

·  ცვლილება: დამატებითი სამუშაოები (შემავალი დიდი დიამეტრის მილის და არსებული სატუმბი სადგურის გადაადგილება).

 

კლდიაშვილზე:

·  დაგეგმილი: ახალი სატუმბი სადგური და რეზერვუარის რეაბილიტაცია,

·  ცვლილება: კლდიაშვილის სატუმბი სადგურის გადაადგილება

 

სატელევიზიო ანძასთან:

·  დაგეგმილი: ახალი რეზერვუარი (1,000 მ3);

·  ცვლილება: რეზერვუარის მოცულობის (1,000 მ3-ით) და მდებარეობის ცვლილება;

·  მაგისტრალური (13,3 კმ), გამანაწილებელი ხაზები (52 კმ) და მოსახლეობასთან დაერთებები/მრიცხველები და სხვა.

 

KOCKS-bc ghjtmnbc fv;fvbyltkb vlujvfhtj,f

 

·  მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა. თეთრამიწისა და სატელევიზიო ანძის გარდა, ყველა შენობა (რეზერვუარები, სატუმბი სადგურები და ა.შ.) სრულყოფილად   დაანგარიშებულია „კობრას“ საპროექტო გუნდის მიერ; კონსტრუქციული ნახაზების 80% დამტკიცებულია „ეპტისას“ მიერ;

·  სადგურები,

·  დამტკიცებულია ვაჟა-ფშაველადან თეთრამიწამდე მაგისტრალური მილსადენების 80%. მიმდინარეობს ზოგიერთი დეტალის (კვანძების ესკიზები) დამუშავება თეთრამიწის მილსადენის დერეფანთან ერთად

·  კლდიაშვილი-სატელევიზიო ანძის და თეთრამიწა-კლდიაშვილის მაგისტრალური მილსადენი დამტკიცებულია სეგმენტების მიხედვით. მუშავდება მთლიანი დეტალური პროექტი.

 

2014 წლის პირველი მაისის მდგომარეობით, კობრა-ს ინფორმაციით შესრულებულია შემდეგი სამუშაოები:

 

·  სამუშაოები დასრულებულია ბათუმის, წერეთლის მე-IV შესახვევის, ჯიბლაძის, ხახანაშვილის, ლუკა ასათიანის, ლესელიძის I შესახვევის, კოღუაშვილის, წმინდა სამების, ევდოშვილის ქუჩებზე.

·  პროგრამა მოიცავს 800-ზე მეტ ოჯახს. მიმდინარეობს მათი ქსელზე დაერთება.

·  შესყიდულია HDPE PN16 მილები, 30 კმ-ზე მეტი. მთლიანი მასალების 55% შესყიდულია ესპანელი, იტალიელი, თურქი და ქართველი მწარმოებლებისგან.

·  13 კმ უკვე ჩაწყობილია და დატესტილია.

·  კვალიფიციური პერსონალის ჩათვლით, 100 მომუშავეზე მეტი არის ჩართული წყალმომარაგების მდგომარეობის გაუმჯობესების სამუშაოებში საქართველოში მნიშვნელობით მეორე ქალაქში (წყლის ტესტის შედეგები დამტკიცებულია სისტემაზე დაერთებამდე).

·  ივნისში უნდა დაიწყოს 20-22 ქუჩის პროგრამა (მიმდინარეობს მოლაპარაკებები წყალმომარაგების სერვის-ცენტრსა და მერიასთან).

 

რეზერვუარებისა და სატუმბი სადგურების შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოები

 

ვაშა-ფშაველას რეზერვუარი:

დასრულებულა

·  ტერიტორიის მოწყობა;

·  ტოპოგრაფია;

·  გეოტექნიკური კვლევა;

·  ტერიტორიის გეგმა;

·  სასწრაფო ბაიფასის მოწყობა;

·  ექსკავაციის სამუშაოები & ციკლოპური ბეტონი;

·  დემონტაჟის სამუშაოები;

·  კონსტრუქციული გაანგარიშებები და ნახაზები;

·  ფოლადის DN900 ბაიფასის მოწყობა;

·  სატუმბი სადგურის ბაიფასის მონტაჟის დაწყება;

·  სატუმბი სადგურის საძირკვლის და R1 მომზადება;

·  ტუმბოების და გამანაწილებელი დაფების შესყიდვა.

 

სამუშაო გეგმა

·  სამშენებლო სამუშაოები, ფაზა 1: 14 აგვისტო;

·  მექანიკური სამუშაოები, ფაზა 1: 14 დეკემბერი;

·  სამშენებლო სამუშაოები, ფაზა  2: 14 დეკემბერი;

·  სატუმბი სადგურის ელექტროსამუშაოები, დასრულება - 15 აგვისტო.

 

რეზერვუარები: კლდიაშვილის რეზერვუარი/სატუმბი სადგური

დასრულებულა

·  ტერიტორიის გეგმა;

·  ტოპოგრაფია;

·  ექსკავაციის სამუშაოები;

·  კონსტრუქციული ნახაზები;

·  სატუმბი სადგურის საძირკვლის ფილა, კედლები და სახურავის ფილა;

·  ტუმბოების შესყიდვა. გამანაწილებელი დაფები;

·  რეზერვუარის ბაიფასის მილების შეფასება მომავალში მათი იზოლაცისა და ინსპექციისათვის.

 

სამუშაო გეგმა

·  სამშენებლო სამუშაოების დასრულება: ივლისი, 2014 წელი;

·  მექანიკური სამუშაოები: ოქტომბერი, 2014 წელი;

·  ელექტროსამუშაოები: დეკემბერი, 2014წელი;

·  აღდგენა:  აგვისტო, 2015 წელი.

 

რეზერვუარები: თეთრამიწა

დასრულებულა

·  ტერიტორიის გეგმა;

·  ტოპოგრაფია;

·  ზედაპირის კვლევა;

·  ბოტანიკოსების მიერ არსებული ხეების და სახეობების შეფასება (მათ მოჭრასთან დაკავშირებით), რომლებიც მდებარეობს ექსკავაციის მიდამოებში;

·  ექსკავაციის გეგმა;

·  სპეციალური ნებართვის თხოვნა ხეების მოჭრის შესახებ გდს-დან 1 ფაზის ფარგლებში;

·  დაკვალვის სამუშაოები (რეზერვუარები, მილსადენები, შესასვლელი გზა);

·  კონსტრუქციული გამოთვლები და ნახაზები (70% დასრულებულია).

 

სამუშაო გეგმა

· გდს-ს ნებართვა დამტკიცდა მაისისათვის 1 ფაზის ფარგლებში;

· ხეების მოჭრა/ტერიტორიის მოწყობა: 31 მაისი, 2014 წელი;

·  ექსკავაცია: ივნისი-ივლისი, 2014 წელი;

·  სამშენებლო სამუშაოების დაწყება: აგვისტო, 2014 წელი;

 

რეზერვუარები: სატელევიზიო ანძა

დასრულებულა

·  ახალი ტერიტორიის შერჩევა;

·  ტერიტორიის გეგმა (ახალი მდებარეობა);

·  ტოპოგრაფიული შესწავლა და გეოტექნიკური დათვალიერება;

·  სტრუქტურული დიზაინი (დაწყებულია);

·  ექსკავაციის გეგმა (დამტკიცებულია);

 

სამუშაო გეგმა

·  გდს-ს ნებართვა დამტკიცდა მაისისათვის 1 ფაზის ფარგლებში;

·  ხეების მოჭრა/ტერიტორიის მოწყობა: 31 მაისი, 2014 წელი;

· ექსკავაცია: ივნისი-ივლისი, 2014 წელი;

·  სამშენებლო სამუშაოების დაწყება: აგვისტო, 2014 წელი

 

ჩვენს მიერ შემჩნეულია ის ხარვეზები, რაც საკმაოდ ცუდად მოქმედებს და აფერხებს სამუშაოთა განვითარებას, ურთიერთობას მოსახლეობასთან, სამშენებლო სამუშაოთა კოორდინაციას და აუარესებს პროექტის განხორციელების ხარისხს:

1. დამოკიდებულება დამკვეთსა და შემსრულებელს შორის პროექტის საბოლოო ვარიანტის არქონის გამო. KOCKS-ის პროექტით დამუშავებული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პრინციპზე და არა მუშა პროექტის დაკვეთით, თუმცა ამისათვის საკმაო დრო (1,5 წელი) ჰქონდა დამკვეთს;

2. არაეფექტური დამოკიდებულება დამკვეთის მხრიდან მიმდინარე პროცესებზე დამკვეთსა და შემსრულებელს შორის. მაგალითად, რომელი საყრდენი კედელი გაამაგრონ, დამკვეთი ეკითხება თბილისს, იქიდან ეკითხებიან ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას, შემდეგ პასუხი ბრუნდება უკუმოძრაობით, წარმოიშობა კითხვა იმავე გზით და ეს ხდება მრავალჯერ. ასეთი ურთიერთობა ნამდვილად არ უწყობს ხელს პროექტის გეგმურ განვითარებას;

3. პროექტის განვითარების 8 თვის შემდეგ ძლივს მივაღწიეთ პროექტის განმხორციელებელ ორგანიზაციას და ქალაქში მომუშავე სამთავრობო ორგანიზაციებს შორის საფუძვლიანი, ტექნიკური, ტექნოლოგიური, სამართლებრივი საკითხების გარშემო დისკუსიას და მონიტორინგის შედეგების განხორციელების გარშემო საუბარს;

4. შეიმჩნევა თვით სამთავრობო სტრუქტურებს შორის არაკოორდინირებული მიდგომა პროექტის განხორციელებისადმი. ყველასთან დარბის ცალ-ცალკე „ეპტისა“ და ვერ ვიგრძენით სახელმწიფოს მხრიდან ერთიანი ზედამხედველური მიდგომა 31-მილიონიანი ღირებულების პროექტის პროგრამული, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების შესრულების მიმართ;

5. საკმაოდ ბუნდოვანია და ყველასათვის გაურკვეველია 40 ათასი აღრიცხვის კვანძის დაყენების პირობები, მისი შესაბამისობა საქართველოს ენერგეტიკის, წყალმომარაგებისა და ეროვნული კომისიის დადგენილებასთან ?32, თარიღით 2008 წლის 26 ნოემბერი, მასში მოცემულ მოთხოვნებში აბონენტების როლი, დაყენების პროცედურა, თანხის განსაზღვრის მოთხოვნა;

6. საზოგადოებასთან ურთიერთობა საკმაოდ კარგადაა მოწესრიგებული შემდეგი სახით:

რისთვის უნდა იყოს მზად მოსახლეობა და რას უნდა ელოდოს მშენებლობიდან ყოველდღიურად, რასაც ვერ ვიტყვით საზოგადოებასთან ურთიერთობის ზოგიერთ საკითხზე, რომლის ნათელი მაგალითია ქვემოთ მოყვანილი პრობლემა:

აბსოლუტურად გაურკვეველია, რას მიიღებს თითოეული მოსახლე, როდის და როგორ? ვინ არის სესხის გადამხდელი, ამის შესახებ თვით წყალმომარაგების მესვეურებიც კი არ არიან ინფორმირებულები.

ვიმედოვნებთ, პროექტი დამთავრდება დაგეგმილ დროში, 2016 წლის 16 მარტს და მანამდე აღნიშნული პრობლემები იქნება აღმოფხვრილი.

 

„ახალი სამოქალაქო აზროვნება +

სტატია მომზადებულია პროექტის „ქუთაისის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა“ ფარგლებში.

 

 

ტელ.: 24-24-62

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია