დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„სამზარეულო საზღვრებს გარეშე“ წყალტუბოში
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
სულ ნანახია 3619
ავტორი:
როლანდ ხოჯანაშვილი

15 მაისს წყალტუბოს შვეიცარიის ელჩის მოადგილე ფლორიან გუბლერი სტუმრობდა. შვეიცარიული არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით, ბატონი გუბლერი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს, ზაზა ძნელაძეს შეხვდა და წყალტუბოში მიმდინარე პროექტებით, სამომავლო გეგმებით, პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობით დაინტერესდა. მან განაცხადა, რომ პირველად არ არის წყალტუბოში, ეს მისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია საქართველოში და მოხარულია იმით, რომ სწორედ აქ განახორციელა შვეიცარიულმა ორგანიზაციამ ასეთი საინტერესო პროექტი.

პროექტს  საფუძველი 2014 წლის თებერვლიდან ჩაეყარა და 15 მაისს დასრულდა. იგი განხორციელდა შვეიცარული არასამთავრობო ორგანიზაცია „სამზარეულო საზღვრებს გარეშე“ თაოსნობით, ქართულ პარტნიორ ორგანიზაციასთან „კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია“-სთან ერთად. პროექტის დაფინანსება უზრუნველყო ორგანიზაციამ „მზარეულები საზღვრებს გარეშე“ და შვეიცარიის საელჩომ საქართველოში.


მზარეულების კურსის მუშაობაში 30-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის დევნილებმაც. მათ შეისწავლეს როგორც ქართული, ისე უცხოური პოპულარული კერძების მომზადება და შეიძინეს მზარეულების მუშაობისათვის საჭირო ძირითადი უნარ-ჩვევები; შეისწავლეს არა მარტო კერძების მომზადება, არამედ საჭმლის შენახვა, ჰიგიენა, სამზარეულოს ყოველდღიური დაგეგმვა, საუზმე და ა. შ. კურსის შედეგად უკვე  ექვსი ადამიანი დასაქმდა კიდეც.

 

პროექტის განხორციელებაში ორგანიზაციებს დიდი დახმარება გაუწია წყალტუბოს სანატორიუმის „Tskaltubo Spa Resort“ (ყოფილი სამხედრო სანატორიუმი) დირექტორმა ანდრო ჯიშკარიანმა, რომელმაც სასტუმროს სასადილო დაუთმო სკოლას და საკუთარ თანამშრომლებსაც აამაღლებინა კვალიფიკაცია.


კურსის დახურვასა და კურსდამთავრებულებისათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალს ესწრებოდნენ  შვეიცარიის ელჩის მოადგილე ფლორიან გუბლერი. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ზაზა ძნელაძე და თავად პროექტის ორგანიზატორები - კულინარიული სკოლის დირექტორი როდამ ხიდაშელი, შვეიცარიული ორგანიზაცია „სამზარეულო საზღვრებს გარეშე“  დამფუძნებელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი ტომ გფელერი. ორგანიზაცია „კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია“, ხელმძღვანელი თამარ ჯანაშია.

 

ეს იყო მეტად საინტერესო პროექტი, რომლის მეორე ეტაპი მომავალი წლის იანვრიდან დაიწყება და მასში მონაწილეობის მიღების მსურველი უკვე საკმაოდ ბევრია.

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ზაზა ძნელაძემ კმაყოფილება გამოხატა შვეიცარიული ორგანიზაციის მიერ პროექტში წყალტუბოს ჩართვის გამო და აღნიშნა, რომ სულ მალე წყალტუბო თავისი ინფრასტრუქტურით, ბუნებრივი სიმდიდრით, პროგრესული საზოგადოებით გვერდით დაუდგება ევროპული დონის საკურორტო ქალაქებს და მაშინ კიდევ უფრო დიდი სიხარულით შეხვდება მსგავსს საქმიან შემოთავაზებებს.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია