დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისში კინო დაბრუნდა
ქუთაისში კინო დაბრუნდა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1632
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, ქუთაისში კინო დაბრუნდა.

 

კინომ ბინა კვლავ „სულიკოში“ დაიდო, სადაც  ახალგაზრდული ცენტრიც დაფუძნდა. ახალგაზრდული ცენტრის პიარ-მენეჯერის, ნატალი პატარიძის განცხადებით, მათ დიდი ხანია აწუხებდათ ის ფაქტი, რომ ქუთაისში კინო არ იყო, ამიტომ გადაწყვიტეს კინოთეატრ „სულიკოსთვის“ პირვანდელი დანიშნულება დაებრუნებინათ.

 

„სულიკომ“ გახსნის დღეს პირველ ფილმსაც უმასპინძლა. ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას ფილმი „გრძელი ნათელი დღეები“ ფილმის რეჟისორმა ნანა ექვთიმიშვილმა წარუდგინა.


ფილმი „გრძელი ნათელი დღეები“, 90-იანი წლების დასაწყისის თბილისის ამბებს აღწერს. როდესაც ქვეყანაში ომი და უკიდურესი გაჭირვება იყო. ფილმი  გადმოგვცემს ორი მეგობრის, ეკას და ნათიას, თოთხმეტწლიან მეგობრობას, იმ  საზოგადოებაში, სადაც მამაკაცი დომინირებს, გოგონები კი რთული პრობლემების წინაშე დგანან. მიუხედავად თბილისში არსებული  მდგომარეობისა, მეგობრები მაინც ახერხებენ ადამიანური ურთიერთობების შენარჩუნებას.


ფილმის რეჟისორი აღნიშნავს, რომ ფილმში გადმოცემული ამბები მისი ბავშვობის დროინდელი სინამდვილეა, რომლის დავიწყებაც არ სურდა და რომელიც ფილმის სახით გადმოსცა.

კინოთეატრ „სულიკოში“ ფილმების ჩვენება სისტემატიურად გაიმართება.

 

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია