დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კითხვები, რომლებზეც 6 წლის ბავშვი უნდა პასუხობდეს
სულ ნანახია 1841
ავტორი:

6 წლის ბავშვი უკვე საკმაოდ დიდია იმისათვის, რომ გაცნობიერებულად პასუხობდეს მარტივ და არც ისე მარტივ შეკითხვებსაც.

 

სპეციალისტებმა შეადგინეს შეკითხვების სია, რომლებზეც სასურველია, რომ ყველა 6 წლის ბავშვი პასუხობდეს:

- რამდენი წლის არის მამა (დედა, და, ძმა)? როდის აქვთ მათ დაბადების დღე?

- სად მუშაობს მამა (დედა)?

- რა ზომა ფეხი გაქვს?

- რა უნდა გავაკეთოთ, თუ თითი გაგვეჭრა?

- რა უნდა გააკეთო, თუკი თავი დაარტყი და გული გერევა?

- როგორ უნდა დავრეკოთ ტელეფონზე?

- დავუშვათ, ბანაობ (მდინარეში, ტბაში, ზღვაში), რა შემთხვევაში უნდა ამოხვიდე დაუყოვნებლივ წყლიდან?

- სად არ უნდა მიირთვა ნაყინი?

- როგორ უნდა მოიქცე მაგიდასთან?

- რა შემთხვევაში იკბინება ფუტკარი? რა განსხვავებაა ფუტკარსა და კრაზანას შორის?

- რისი ჭამა შეიძლება, როცა მუცელი გტკივა?

- რისი ჭამა არ შეიძლება, თუკი კბილი გტკივა?

- როგორ უნდა გავთალოთ სწორად კარტოფილი (ახალი და ძველი)? როგორ გავთალოთ სტაფილო?

- რად უნდა წავიღოთ უვარგისი საჭმლის ნარჩენები?

- როგორ მოვამზადოთ ჩაი, რამდენი კოვზი შაქარი უნდა გავუკეთოთ ერთ ფინჯან ჩაის?

- რა ღირს ერთი პური (თეთრი ან შავი)?

- შეიძლება თუ არა ძაღლის ისევე დაბანა, როგორც კატის? თუ შეიძლება, მაშინ როგორ?

- სახლში გაზის სუნია, როგორ უნდა მოვიქცეთ?

- როგორ გავწმინდოთ ფეხსაცმელი? გავრეცხოთ პერანგი?

- სად არის უფრო სქელი ყინული? - წყალსაცავის ნაპირზე თუ სიღრმეში?

- ძირს წყლის გუბეა, როგორი ჩვრით უმჯობესია მისი გაწმენდა - მშრალით თუ სველით?

- რატომ არ შეიძლება, დამთვალიერებლებმა აჭამონ ცხოველებს ზოოპარკში?

- როგორ უნდა მოვიქცეთ სტუმრად ყოფნისას?

- რა უყვარს ყველაზე მეტად მამას (დედას)?

- რატომ არ შეიძლება მშენებლობის სიახლოვეს თამაში?

- რამდენ წუთში მიდიხარ სკოლაში ფეხით (ტრანსპორტით)?

- შენი მისამართი (სახლის, ტელეფონის ნომერი).

- როგორ უნდა მოვუაროთ სახლის მცენარეებს?

- როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ელექტრული მოწყობილობა ნაპერწკლებს ყრის და სახლში დამწვრის სუნია?

- როგორ უნდა მოვიქცეთ, თუკი მინის ჭურჭელი (ჭიქა, ვაზა) გადმოვარდა და დაიფშვნა?

- ბურთი ხიდიდან გადავარდა, როგორ უნდა მოვიქცეთ?

- ძაღლმა გიკბინა, როგორ მოიქცევით?

- როგორ გავავლოთ სახაზავის გარეშე სწორი ხაზი?

 

marao.ge

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია