დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ნაციონალების“ მერობის და გამგებლობის კანდიდატები ცნობილია
„ნაციონალების“ მერობის და გამგებლობის კანდიდატები ცნობილია
სულ ნანახია 2085
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასაარჩევნო კონფერენციაზე თავიანთი საპროგრამო მოქმედების გეგმა, ასევე თბილისისა და თვითმმართველი ქალაქების მერობისა და გამგებლების კანდიდატები წარუდგინა საზოგადოებას. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ენმ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, თბილისის ორგანიზაციის ლიდერმა და საარჩევნო შტაბის უფროსმა გიგი უგულავამ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ, ქუთაისის მერობის კანდიდატმა გია თევდორაძემ, ყვარლის გამგებლობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ, ზუგდიდის რაიონის გამგებლობის კანდიდატმა თენგო გუნავამ და ენმ სტრატეგიული და ორგანიზაციული განვითარების მდივანმა, პარლამენტის წევრმა, გიორგი ვაშაძემ.

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების განცხადებით, ქვეყანაში მძიმე ვითარების, კერძოდ - უმუშევრობისა და კრიმინალის ზრდის, მთავრობის მხრიდან საარჩევნო დაპირებების არშესრულების და სრული უნიათობის ფონზე ენმ-ი საზოგადოებას სთავაზობს კონკრეტულ გეგმას, როგორც მთელი ქვეყნის, ისე - ცალკეული ქალაქებისა და რაიონების მასშტაბით.

გეგმის მიხედვით, „ნაციონალები“ ხალხს სთავაზობენ:

 

საწვავზე და გაზზე აქციზური გადასახადის გაუქმებას - რაც 25 თეთრით გააიაფებს საწვავს და 8 თეთრით გაზს მოსახლეობისთვის, ხოლო ბიზნესს გაუიაფებს საწარმოო ხარჯებს და, შესაბამისად, მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას მისცემს;

 

გადასახადების შემცირებას -  მათ შორის საშემოსავლო გადასახადის 5%-ით შემცირება, რაც ბიზნესს მისცემს საშუალებას გაფართოვდეს და მეტი ადამიანი დაასაქმოს;

 

ბიზნესთან დაკავშირებული გადაცდომების და დარღვევების დეკრიმინალიზებას - რაც ნდობას გააჩენს ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის და ბიზნესს ზრდის სტიმულს შეუქმნის;

 

შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების განახლებას;

 

ყველგან და ყველასათვის ხელმისაწვდომი, კომფორტულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს - რაც გულისხმობს ახალი, კომფორტული ტრანსპორტის ამოქმედებას  სატრანსპორტო ხაზებზე და შეღავათების ფართო სისტემას;

 

 

თვითმმართველი ქალაქებისთვის მათი საარჩევნო სია კი ასე გამოიყურება:

 

თბილისში  -  მერობის კანდიდატია ნიკა მელია;

 

ქუთაისში  - მერობის კანდიდატად წარდგენილია  გიორგი თევდორაძე;

 

მცხეთაშიგურამ კინწურაშვილი იყრის კენჭს, გამგებლობისთვის კი - ცირა ჯავახიშვილი;

 

ზუგდიდში მერობის კანდიდატად თემურ ბასილაია დასახელდა, გამგებლად კი - თენგიზ გუნავა;

 

გორში მერობის კანდიდატია   არჩილ საბიაშვილი, გამგებლის კანდიდატი კი - კახა ტოლიაშვილი;

 

თელავში   მერობის კანდიდატია ალექსი ძულიაშვილი, გამგებლის კანდიდატი კი - გიორგი ბოტკოველი;

 

ახალციხეში მერობის კანდიდატია გელა დემეტრაძე, გამგებლის კი  - გოჩა გვარამაძე;

 

ოზურგეთში  მერობისთვის კენჭს იყრის ლევან გოგუაძე, გამგებლობისთვის კი - შალვა თავდიშვილი;

 

ამბროლაურში  მერობის კანდიდატია ოთარ სირაძე;

 

რუსთავში - მერობის კანდიდატია მამუკა ჩიქოვანი;

ბათუმში - მერობის კანდიდატია გიორგი დიასამიძე. 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია