დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიტოვებული შენობები საბინაო ფონდს გადაეცემა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1577
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი

ქუთაისის გარეუბნებში არსებული მიტოვებული შენობები საბინაო ფონდს გადაეცემა, რაც სოციალურად დაუცველი და მიუსაფარი ადამიანებისთვის იქნება გამოყენებული, ამის შესახებ 3 მაისს მოსახლეობასთან     შეხვედრისას „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა შოთა მურღულიამ განაცხადა. მურღულიამ ასევე აღნიშნა, რომ ქუთაისი ორ ნაწილად იყოფა: ერთი შედარებით რეაბილიტირებული და მეორე, რომელსაც რეაბილიტაცია საერთოდ არ შეხებია. მურღულიამ ქუთაისელთა წინაშე პირობა დადო, რომ მისი მერობის შემთხვევაში, ეს პრობლემა  ეტაპობრივად მოგვარდება და ქუთაისი განვითარებული ქალაქი გახდება.

შეგახსნებთ, რომ ამ დროისთვის ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას საბინაო ფონდი არ გააჩნია, საცხოვრებელის მოლოდინში კი რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფება.

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია