დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მილოცვა
მილოცვა
სულ ნანახია 20722
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ლილე მინდელი! გაზეთ „P.S.“-ის პირველი საუკეთესო ოჯახური წყვილის, ლელა თოლორდავასა და გოგა მინდელის იასამნისფერი ასული, დაბადებიდანვე გამორჩეული და განსხვავებული, ჩვენს თვალწინ დაფრთიანებული 13 წლის იუბილეს აღნიშნავს დღეს!

 

13 წელი ეს ხომ საუკეთესო ასაკია ადამიანის ცხოვრებაში, განუმეორებელი, როცა ყმაწვილქალობა იწყება, როცა სიყვარულის და სიცოცხლის მძაფრი შეგრძნების პერიოდი დგება! გილოცავთ, ჩვენო უმშვენიერესო ასულო, ლილე, დაბადების დღეს და გისურვებთ, ბედნიერებით აღსავსე ყოფილიყოს შენი ცხოვრების ყველა ეტაპი, შენი ოჯახის ლამაზი წევრებისა და უახლოესი ადამიანების სიყვარულით გამთბარს გეცხოვროს მუდამ!

 

ნატო გუბელაძე

 

მილოცვას გაზეთ „პოსტსკრიპტუმის“  მთელი რედაქცია უერთდება! 13 წელი დედა ვარ და გეძახი ლილეს...

 

 

ცამეტი წლის წინ, 8 მაისი ჩემთვის დაუვიწყარ დღეთა ნუსხაში უპირველეს ადგილზე დადგა...

 

13 წლის წინ სახლიდან სამშობიარომდე უმოკლესი მანძილი ფეხით გავიარეთ მე, გოგა მინდელმა და შორენა კაკაბაძემ...

 

გზაში კი, გოგამ შემომაპარა „ვინუჟდენი ხარ, შოთა დაარქვა ჩვენს ბიჭსო“...

გოგას მამის, შოთა მინდელის (ნამდვილი ქუთაისელი, არაჩვეულებრივი პიროვნება, პროფესიით მხატვარი) დაბადების დღე იყო ის დღე...

 

ახლა სახელზე რა მაფიქრებდა?! ახლა ტკივილზე და მშობიარობაზე ვფიქრობდი მხოლოდ...

 

გასახსენებლად ღირს ის ამბავი, რომ მთელი ჩემი სამსახური, გაზეთი „P.S.“ („პოსტსკრიპტუმი) „ლერი ხონელიძის სამშობიარო სახლის“ ეზოში იდგა და მგულშემატკივრობდა... პირველ შვილს ელოდებოდა ჩემთან ერთად...

 

13 წლის წინ ჩემი ხმის იოგებს პატივი რომ არ ეცა, მთელი ლორთქიფანიძის ქუჩა ვერ გაიგებდა ჩემი გოგონას დაბადებას...

 

- „მინდელი, გოგო!“ ფანჯრიდან გადასძახა გინეკოლოგმა, დემური შამუგიამ, გოგა მინდელს... მას კი, როგორც ნანული ცხვედიანი შემდეგში იხსენებდა, „ყბა მოექცა გვერდზე“...

13 წლის წინ ბიჭს ელოდებოდა მამა და გოგო მიულოცეს...

 

მე კი, ტკივილისაგან გავთავისუფლდი თუ არა, წერილი  მივწერე გოგოს  მამას „თანახმა  ვარ,  დავარქვა  შოთა“...

 

13 წლის წინ ამ წერილის საპასუხოდ გინებით ამიკლო გოგამ, „ბიჭი რომ ყოფილიყო, ხომ დამაწყვეტდი ნერვებს და ახლა გოგოს არქმევ შოთასო?!“

 

მე კი მშვიდი ხმით ვუპასუხე, რომ „ოფიციალურად შოთა იყოს, შინაურობაში ლილე დავუძახოთ მეთქი“...

 

13 წლის წინ მე შენ გაჩუქე სიცოცხლე და დაგარქვი „ლილე“...

 

13 წლის წინ შენ მე მაჩუქე დედობა და დამარქვი „დედა“...

 

13 წელია, ვცდილობ, ამოგიცნო და ვერ ვახერხებ: სხვანაირი ხარ, არაორდინალური და უცნაური... შენ უკვე რომ გაქვს შენი „მე“ ესაა ჩემთვის ყველაფერი...

 

13 წელი დედა ვარ და ლილეს გეძახი, 13 წელი...

 

ცაცია ხელი გაუწოდე ცხოვრებას და სიამაყით გაეცანი - ლილე მინდელი...

 

 

ლელა თოლორდავა

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია