დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისური „გვირილობა“
ქუთაისური „გვირილობა“
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 5275
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე

„გვირილობის“, ანუ „თეთრი გვირილის დღესასწაულის“ აღნიშვნას ქალაქში გასული საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა საფუძველი. მაშინ სახალხო ზეიმი გაცილებით მოკრძალებულ სახეს ატარებდა, თუმცა დიდ მისიას ემსახურებოდა:

 

საქველმოქმედო საზოგადოების მიერ შერჩეული ულამაზესი ბანოვანები და გიმნაზიელი გოგო-ბიჭები ბულვარში გვირილების გაყიდვიდან შემოსულ თანხას ჭლექით დაავადებულთა დასახმარებლად აგროვებდნენ.

 

„გვირილობამ“ და ორმაისობამ უკანასკნელ პერიოდში სულ სხვა ფუნქცია შეიძინა და ქუთაისობის დღესასწაულად გადაიქცა.

 

ქალაქმა მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვნად აღნიშნა „გვირილობა“.

 

დღე ტრადიციულად ბაგრატის ტაძარზე, მეუფე კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით დაიწყო. მერე კი მერიაში ორმაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით იმერეთის გუბერნატორმა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დიპლომატიურ კორპუსს უმასპინძლეს.

 

შეხვედრაზე  ლატვიის, ირანის, ჩინეთის ელჩებთან ერთად, საქართველოში ნატო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

საპატიო სტუმრებმა ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და მთელ ქალაქს „გვირილობის“  დღესასწაული მიულოცეს და თანამშრომლობის ფარგლებში უკვე განხორციელებულ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

 

მიღების დასრულებისთანავე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პატივი მიაგებეს სამი ოთარის ძეგლს. პატივგების რიტუალის შემდეგ კი,  დღესასწაული ტრადიციულად მუხნარის ტყეში გაგრძელდა, სადაც სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება გაიმართა.

 ქუთაისქალაქობის აღნიშვნამ  ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა, თუმცა ეს  დისკომფორტი ქუთათურებს ქალაქში გამართულმა გასართობმა ღონისძიებებმა შეუმსუბუქა.

 

დამონტაჟდა ორი სცენა - თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მუსიკალური ნომრები შეასრულეს სხვადასხვა ჯგუფებმა: „ოჩოს ქოხი“, ფრანი, „მუზეუმი“... შესრულდა ქუთაისის ჰიმნი, ხოლო ცენტრალურ მოედანზე დამონტაჟებული სცენა ლაზერ შოუსთვის იყო განკუთვნილი. 

 

დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის გასართობ სანახაობას ადევნებდნენ თვალს   ქუთაისელები და ქალაქის სტუმრები: სპორტული შეჯიბრებები (კალათბურთი, მინდვრის ჰოკეი, შეჯიბრი ძლიერ მამაკაცთა შორის, ჭიდაობა, ველო და მოტო რბოლები, ტანმოვარჯიშეთა შოუ...),  კულტურულ მემკვიდრეობათა გამოფენა-გაყიდვა, ბაღში დაიდგა პატარების გასართობი ატრაქციონი,  გიმნაზიელის ფორმებში გამოწყობილი გოგო-ბიჭები ხალხში გვირილებს არიგებდნენ, ჩოხოსნებმა დაიარეს ქალაქის ქუჩები და ზეიმს კიდევ უფრო ტრადიციული სახე შესძინეს, ქალაქის ცენტრში გაიმართა თეატრალიზებული მსვლელობა, ყვავილები გამოფინეს „მონ პლაზირის“ თაღთან, ხოლო ამავე პერიოდში ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში ხელნაკეთი აქსესუარები გამოიფინა; ანჯაფარიძის სკვერთან  გაიხსნა ფოტოგამოფენა „ქუთაისი ფოტოგრაფების თვალით“; ანჯაფარიძის სკვერში ასევე საზეიმოდ გაიხსნება ქვევრის (ანუ იმერულად რომ ვთქვათ, ჭურის) ძეგლი. მოეწყო ღვინის ფესტივალი; სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიხსნა ქუთაისის არქეოლოგიური კვლევისადმი მიძღვნილი გამოფენა; მოეწყო გამოფენა- პერფორმანსი: ქუთაისური სალონური ცხოვრება...

 

ეს ტრადიციული მაისობა და ქუთაისქალაქობა ქუთაისის  ბიუჯეტს 80000 ლარი დაუჯდა.

 

 

 

 

 

 

 

 


(ჟანა ჯანელიძისა და ნესტან ჩაგელიშვილის ფოტოები)

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია