საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ქუთაისელ სტუდენტებს შეხვდა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ქუთაისელ სტუდენტებს შეხვდა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1572
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი

2 მაისს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ იმერეთის გუბერნატორ ზაზა მეფარიშვილთან ერთად ქუთაისის პროფესიული კოლეჯი „იბერია“ მოინახულა.

 

მინისტრი სწავლის პროცესსა და სტუდენტების პრაქტიკულ მუშაობას კოლეჯის ლაბორატორიებში ადგილზე გაეცნო. თამარ სანიკიძე პროფესიული კოლეჯის სტუდენტებს დასაქმებაში ხელშეწყობასაც დაჰპირდა.

 

„ყველა წარმატებულ კურსდამთავრებულს, ჩვენი მხრიდან, ვპირდებით, რომ დავეხმარებით საკუთარი პროფესიის წარმატებით რეალიზაციაში. ხელს შევუწყობთ კოლეჯის ადმინისტრაციას, რომ ჰქონდეს საქმიანი ურთიერთობები ბიზნეს სექტორთან, მოთხოვნის შესაბამისად მოამზადოს საჭირო კადრი, გააფორმოს მემორანდუმები, რაც მეტ მოტივაციას მისცემს პროფესიული კოლეჯის სტუდენტებს,“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა.


კოლეჯში ამ ეტაპზე 500-მდე სტუდენტია დარეგისტრირებული, მათ შორის 20 სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონეა (შშმ). პროფესიები რეგიონის შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით არის შერჩეული. კოლეჯი „იბერია“ თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით არის აღჭურვილი და კვალიფიცირებული კადრებითაა დაკომპლექტებული.

 

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია