დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რევოლუციები - რუსეთი და ამერიკა...
რევოლუციები - რუსეთი და ამერიკა...
სულ ნანახია 1725
ავტორი:

სიტყვას ითხოვს მკითხველი

 

 

ადრე გარკვეულ კონტექსტში გვაქვს გამოთქმული მოსაზრება პოსტსაბჭოურ სივრცეში არსებულ ვითარებაზე. აქ საუბარი გვექნება რიგ მოვლენებზე დღევანდელობის ჩათვლით.

 

როგორც საზოგადოებას ახსოვს, ახლო წარსულში აშშ გარკვეული პოლიტიკური წრეების მხრიდან, რუსეთთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა წინასწარმეტყველებას(?!) ხავერდოვან რევოლუციასა თუ არაბულ გაზაფხულზე (ამ საკითხს ქვემოდ დავუბრუნდებით).

 

 

ამჯერად უმჯობესი იქნება, შევეხოთ შემდეგ ფაქტორებს. - თავისი მხრიდან რუსეთის პრეზიდენტს „ვარდებისა და ნარინჯის რევოლუციებისადმი“  პასიური დამოკიდებულებით მოუწია მის წინამორბედ ხელისუფალთა (გორბაჩოვ-ელცინის) შეცდომათა გასწორება, რაც მათ დაუშვეს გარკვეულ წილად. საუბარი იმაზე, რომ კრემლის მესვეურმა „რევოლუციების“ მისდა წილ დაშვებით, - დათმენით, შედარებით განმუხტა ვითარება ამერიკასთან (დასავლეთთან), რაზეც სწორედ ბრჭყალებში ჩასმული რევოლუციები მეტყველებს. რა თქმა უნდა, კრემლი ღიად ვერ აღუდგებოდა „რევოლუციებს“, რაც თავისთავად დემოკრატიულ სახელმწიფოთა საშინაო საქმეში უხეში ჩარევა იქნებოდა (თავის მხრივ, გარედან არც ამერიკის ინტერესები გამოკვეთილა მასში, ეს კია, კულისებიდან აწარმოებდნენ პროცესებს        „რევოლუციებს“). - ამასთან, და რაც მთავარია, კრემლის მხიდან, სათანადო არსენალის პოტენციალის ნაკლებობის გამო (რაზეც სწორედ გორბაჩოვ-ელცინის შეცდომები მეტყველებს), აქ საკითხი დროის ფაქტორს ეხება. - პუტინის ადგილზე მის წინამორბედთა პირობებში მართლაც უბრჭყალებო, ფაქტიურ (და არა ფიქტიურ) რევოლუციებს ექნებოდა ადგილი, და შეიძლება ითქვას, რუსეთი უამისოდაც დაკარგავდა ტერიტორიებს, ანუ საქართველო და უკრაინა რახანია ნატო-ში იქნებოდნენ. და თუ ამ მხრივ ადგილი ექნება ალტერნატიულ აზრს, მათ მიმართ ისმება კითხვა: რა დაკარგა რუსეთმა ამ „რევოლუციებით“, სად იმყოფებოდნენ და იმყოფებიან საქართველო და უკრაინა მთელი ამ პერიოდის მანძილზე? - ამდენად, დაინტერესებულმა მკითხველმა ნათლად უნდა წარმოიდგინოს, გააცნობიეროს, თუ რაოდენ ძალისხმევა, პოლიტიკის გატარება და დიპლომატია დასჭირდებოდა კრემლის მხრიდან მოვლენათა იმგვარ განეიტრალებას, რომ ვითარება უკიდურესობამდე არ მიეყვანათ (ტერიტორიების დაკარგვით), არამედ „რევოლუციებს“ დასჯერდებოდნენ, რითაც ქართველებსა და უკრაინელებს, თუნდაც ნატო-ში შესვლის ილუზია გაგვიჩნდა, უფრო სწორედ გაგვიჩინეს, როგორც თავად გაცრუებულმა „ნაციონალებმა“  თუ აშშ ისე ოკეანისგაღმელმა იმავე პოლიტიკურმა ძალებმა. ცხადია, პუტინმა იმთავითვე (ხელისუფლებაში მოსვლით - 2000 წ. დასაწყისში) სათანადოდ გათვალა მოვლენები, განჭვრიტა მომავალი, ვიმეორებთ, დროის ფაქტორის გათვალისწინებით!

 

თავი და თავი ამ მოვლენებისა იქიდან იწყება, როცა სწორედ ცივი ომი დასრულდა, „საბჭოეთი“ დაიშალა. სამწუხაროდ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მრუდედ აქვს გაცნობიერებული აღნიშნული გარემოება, მოვლენები, რის ფონზეც ყოველივე ამას ამერიკელთა დამსახურებად მიიჩნევს. ამგვარად, მოაზროვნეთათვის ასევე ისმება კითხვა: თუ ასეა გამოდის, რომ მათ (ამერიკელებს) იგივე ტერიტორიები („სსრკ“), ბალტიის პირეთის ქვეყნების გამოკლებით კვლავაც რუსეთისთვის დაუტოვებიათ. ასეთი მიდგომით კი საერთო ასპექტში იმას ვიღებთ, რომ მათ აქცენტი გაუკეთებიათ არა ტერიტორიებზე (თუნდაც გამონაკლისის გარდა), არამედ უშუალოდ სისტემაზე („საბჭოურზე“). ადმენად, დემოკრატიის ფარგლებში რუსებს შეაცვლევინეს სახელი (სისტემა) ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობად („დსთ“-დ),  გნებავთ   აცვლევინებენ     -      „ევრაზიად“ - „ლოგიკურია“   -  არა? - რა თქმა უნდა, ცივი ომის დასრულება, „საბჭოეთის“ დაშლა, ასევე აღმოსავლეთ ევროპის („სოციალისტური ბანაკის“ - თავის მხრივ, მოგეხსენებათ, ბალტიის პირეთი აღმოსავლეთ ევროპის ორგანული ნაწილია) გაშვება, ისევ რუსების დამსახურებაა. - ამდენად, ამ მოვლენებით მხარეთა (ამერიკა-რუსეთს) შორის ურთიერთობამ ფორმა იცვალა - ცივი დიპლომატიად გარდაიქმნა, ე.ი. ომი კვლავაც გაგრძელდა (გრძელდება) თანამედროვე ჩარჩოში (?!). - უნდა ითქვას, რომ მთელი ეს პროცესები გამოწვეული იყო ისტორიული კანონზომიერებით, გარდუვალობით, რაც პუტინის დროსაც მოხდებოდა (ეს თემა ცალკე მსჯელობის საგანია), მაგრამ აქ არის ერთი ასპექტი: ამ უკანასკნელის წინამორბედთა შეცდომები იმაზე მეტყველებს, რომ მათ ჯეროვნად ვერ გაართვეს თავი საერთო დინამიურობას, კერძოდ, შეიძლებოდა ასევე აღმოსავლეთ ეროპის შენარჩუნებაც და „დსთ“-ს ანალოგად მოდელირება (სწორედ აღნიშნულ მოვლენებზე გვაქვს გამოთქმული მოსაზრება გარკვეულ კონტექსში, გაცილებით ადრე ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამდე, ასევე შემდგომ, ხელისუფლებაში მოსვლით, მის ფიგურაზე აქცენტირებით)!

 

რაც შეეხება უკრაინის კრიზისს, რა თქმა უნდა, რუსეთის ფაქტორი განიხილება ერთ მთლიან კონტექსტში, გაშლილი აქვს ფართო ფრონტი, რისთვისაც გააჩნია ბერკეტები, პოტენციალი ფრონტისვე საწარმოებლად. უკრაინა კი მოგეხსენებათ მისი სტრატეგიული რეგიონია, მთავარი ძარღვია ევროპაში, რომლის დაკარგვაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის, რასაც არ დაუშვებს. - მეტსაც ვიტყვით, პირადი სუბიექტური აზრით, რუსეთის ფაქტორში არ ვგულისხმობთ ოდენ პოსტსაბჭოურ სივრცეს (გავიხსენოთ, რომ პუტინს თორმეტწლიანი მმართველობა გარანტირებული აქვს, რაც თავისთავად მრავლის მეტყველია)!

ზემოთ ჩვენ ხაზი გავუსვით აშშ გარკვეული პოლიტიკური წრეების მხრიდან „წინასწარმეტყველებას“ რუსეთთან მიმართებაში. იმავე წრეებისათვის სავსებით ნათელია არსის რაობა, ანუ მათ ღრმად აქვთ გაცნობიერებული პუტინის რუსეთის სტრატეგია, - ძლევამოსილება, „წინასწარმეტყველება“ კი ასე ვთქვათ, ერთგვარი დაიმედებაა პოსტსაბჭოურ სივრცეში არსებული ერებისადმი, ფაქტობრივად, კი ეს ისეთივე ილუზიაა, როგორიც ჩვენი და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებით დაიმედება, რასაც გვპირდებიან „ვარდებისა და ნარინჯის რევოლუციებიდან“ მოყოლებული?! - იბადება კითხვა: წავა თუ არა აშშ ამა თუ იმ რეგიონის გამო რუსეთთან ღია დაპირისპირებაზე? - პასუხი მარტივია, ვითარება იქამდის მიდის, რომ უკვე საუბარია ცივი ომის შესაძლო დაბრუნებაზე?!

 

ასეთია, ძირითადად, მხარეთა შორის ძალთა ფარდობის ჩვენეული კრიტერიუმი.

 

ახლა ორიოდ სიტვყით გვინდა შევეხოთ შემდეგს: - მართალია, ამერიკა (დასავლეთი) ჩვენ წარმოგვიდგენია როგორც დემოკრატიის ბურჯი სამყარო, მაგრამ საინტერესოა რა ამოძრავებთ მათ, ერების, ქვეყნების სუვერენიტეტი, თუ როგორც მხოლოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონების ათვისება (ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ანალოგიურად)? - ფაქია, რომ  2008 წ. აგვისტოს მოვლენები ხელოვნურად იყო გამოწვეული, როცა წაქეზებულმა სააკაშვილმა პირველმა დაიწყო საომარი მოქმედება (აქ ჩვენ არ ვსარგებლობთ ივანიშვილის განცხადებით, რაც მან გააკეთა პოლიტიკაში მოსვლით, თუმცა მას არ განუცხადებია, რომ მიშა ოკეანის გაღმიდან იყო ინსტპირირებული). ამდენად, ამ კონფლიქტით ქართველებს მოუწია ჭინჭრის კრეფვა, რა დროსაც დასუსხული თავისთავად უშუალოდ მკრეფავი დარჩა. ანალოგიური ითქმის უკრაინის კრიზისზეც?!

 

სხვათა შორის, ისიც აღსანიშნავია, რომ ამერიკელთა    საქართველოსადმი   „დამსახურება“   პირველად  1991-92 წწ.   მოვლენათა     ფონზე    გამოიკვეთა, როცა არც მათ მოუვიდათ თვალში გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლება, რომელმაც პოლიტიკურად თავი ყველასაგან თავისუფალი და დამოუკიდებელი გამოაცხადა, კერძოდ, - „გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ ცურავს“. - ეს გამოთქმა ეკუთვნის აშშ მაშინდელ პრეზიდენტს ჯორჯ უფროს ბუშს. - „დინებას მკვდარი თევზები მიჰყვებიან“. - ეს კი ზვიადის პასუხია ადრესატისადმი - და თითქოს აუხდინეს კიდეც „თავხედობა“?!

 

რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთსაც კარგად ვიცნობდით, მაგრამ არახელოვნურად გამოწვეული  კონფლიქტით,  არამედ  1989 წ. 9 აპრილით, საერთოდ, ისტორიის გადასახედში არსებული მოვლენებით, როცა საქართველო რეალურად (და არა ფორმალურად) იბრძოდა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, მაგრამ კრიტიკულ მომენტში უნდა ამოვიდეთ არა მშრალი ტერმინებიდან - ოკუპანტები თუ აშშ (მით უფრო იმავე ოკუპანტებთან იმავე ამერიკა და დასავლეთი თანამშრომლობდა?!), არამედ რეალობიდან!

 

 

აკაკი გვარაკიძე

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია