დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტი სახელმწიფო ენის ნორმების დარღვევისთვის ჯარიმების დაწესებას გეგმავს
პარლამენტი სახელმწიფო ენის ნორმების დარღვევისთვის ჯარიმების დაწესებას გეგმავს
ავტორი: ტატა გულბანი
სულ ნანახია 1824
ავტორი:
ტატა გულბანი

სახელმწიფო ენის ნორმების დარღვევა თანამდებობის პირებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

სახელმწიფო ენის შესახებ კანონში ცვლილების გარდა, ცვლილებების შეტანა იგეგმება „საჯარო სამსახურის შესახებ“,  „მაუწყებლობის შესახებ“ კანონებში და  „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“. 

უნდა შეიქმნას სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ორგანო (ენის დაცვის ინსპექცია), რომელიც საქართველოს მთავრობას დაექვემდებარება და კონტროლს გაუწევს ოფიციალურ დოკუმენტაციას, რეკლამებს, მედიის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, სანქციები დაწესდება. ენის დაცვის ინსპექცია ბიუჯეტიდან ყოველწიურად 2 მილიონი ლარით დაფინანსდება.

კოდექსის მიხედვით, თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფო ენის არცოდნის მოტივით განცხადების ან წერილობითი დოკუმენტის მიღებაზე უარის თქმა, გამოიწვევს თანამდებობის პირის დაჯარიმებას 200 ლარიდან 500 ლარამდე. ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში  ჯარიმა 500 ლარიდან 1 500 ლარამდე იზრდება.

ასევე, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ფიზიკური პირისთვის ენობრივი ნიშნით განათლების არჩევის უფლების შეზღუდვა-დისკრიმინაცია. აღნიშნული ქმედება ფიზიკური პირის შემთხვევაში 200-დან 500-ლარამდე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 500 ლარიდან 1 500 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი ფიზიკურ პირზე ჯარიმის ოდენობა 500-დან 1 500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 3000 ლარამდე ადის.

ამავე კანონის მიხედვით, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დარღვევისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ექვემდებარებიან მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. ჯარიმა პირველ ჯერზე 1 000-დან 5000 ლარამდე, ხოლო განმეორების შემთხვევაში 10 000 ლარამდე იზრდება.

 „მედია, პირველი გულშემატკივარი და პატრონი უნდა იყოს ამ საკითხის და თუკი ზოგჯერ ენის სახელმწიფო ინსპექცია, რომლის დაარსება ჩადებულია ამ კანონში, მოაგონებს მედიას თავის ვალდებულებებს და ზოგჯერ, ხუმრობით რომ ვთქვათ, ყურს აუწევს, ამაში ცუდი არაფერი არ იქნება. იგეგმება სახელმწიფო ენის ინსპექციის შექმნა. ახალი სტრუქტურა საქართველოს მთავრობას დაექვემდებარება, მოახდენს მონიტორინგს, რეკომენდაციებს და, შესაბამის შემთხვევაში, დააჯარიმებს მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს“, განუცხადა ჟურნალისტებს კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ივანე კიღურაძემ.

კანონპროექტში არ არის აღნიშნული, რა ნორმებს უნდა აკმაყოფილებდნენ საინფორმაციო საშუალებები. ივანე კიღურაძის თქმით, ნორმების დაწესებაზე სპეციალური კომისია უახლოეს დღეებში იმსჯელებს.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია