დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სტუდენტებმა სხვებს დღე გაულამაზეს
ავტორი: მარიამ ხურციძე
სულ ნანახია 1841
ავტორი:
მარიამ ხურციძე
მსგავსი სიახლეები

„ჩვენ გილამაზებთ ერთ დღეს“ სწორედ ამ   მიზნით შეიკრიბა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის პირველი კურსის რამდენიმე სტუდენტი და მათი ლექტორის დახმარებით, პროექტის ფარგლებში, დღის მანძილზე, განახორციელა რამდენიმე აქტივობა.

 

ბექა კუტივაძე, მანჩო ხაჭაპურიძე, თათია გოტიაშვილი და ნათია გაგილაძე ამ ოთხი ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა, აწსუ-ს დემოკრატიისა და მოქალაქეობის ლექტორის, ქეთევან კუხიანიძის მეთაურობით, სამედიცინო კლინიკა „ბომონდში“ 30 აპრილს მშობიარე დედები AVON-ის სამკაულებით დაასაჩუქრეს.


შუადღეს სტუდენტთა ჯგუფი ერთ-ერთი ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახის დასახმარებლად გაეშურა. ოჯახს გადასცეს ხორცპროდუქტებით სავსე კალათა, მათი მომმარაგებელი კი „გურმანი“ გახლდათ.


დღის ბოლოს დამაგვირგვინებელი ღონისძიება კი ახალგაზრდებმა გასართობ ცენტრ „დინოში“ გამართეს, სადაც მათ მხიარული, გემრიელობებითა და საჩუქრებით სავსე საღამო მოუწყვეს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. პატარები „ბიბლუსმა“ დაასაჩუქრა წიგნებით, ასევე საჩუქრების მაღაზიამ „ა ჭიტა“ და ეს ყველაფერი, რაღა თქმა უნდა, იმ სიკეთით სავსე და მონდომებული სტუდენტებისა და ლექტორის დახმარებით, რომლებმაც ზემოთხსენებულ ქალებს თუ ბავშვებს ნამდვილად გაულამაზეს ერთი დღე.


„დემოკრატია და ჩართულობა, რომელიც დაინერგა საგნად ჩვენს უნივერსიტეტში, უზრუნველყოფს ინდივიდის ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სტუდენტი სწავლობს, საკუთარი სიტყვა თქვას სახელმწიფოს მშენებლობაში და გადადგას ნაბიჯი საზოგადოების განვითარებაში. 15 მაისამდე იგეგმება სხვადასხვა პროექტი, რომლებიც მიმართულია სხვადასხვა სოციალური აქტივობისკენ, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დახმარება, გარემოს დაცვისა და დასუფთავების პროექტები და ა.შ.“ - განაცხადა ქეთევან კუხიანიძემ.

 

„ყველა ადამიანი ბედნიერია მაშინ, როდესაც სიკეთეს აკეთებს. როცა სხვები ბედნიერები არიან, განსაკუთრებით კი ბავშვები და როდესაც ისინი იღიმიან, მეც მაბედნიერებს ეს,“ ამბობს ნათია გაგილაძე.

 


 psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია