დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჭიათურის თეატრი მაყურებელს იბრუნებს
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
სულ ნანახია 1643
ავტორი:
როლანდ ხოჯანაშვილი

120-ე სეზონი ჭიათურის თეატრმა „ლამბალო და ყაშათი“ დაიწყო. ეს ის სპექტაკლია, რომელმაც აჩვენა ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის, მამუკა ცერცვაძის, ენთუზიაზმი და პოტენციალი. აღნიშნულმა სპექტაკლმა არამარტო ჭიათურელი მაყურებელი მოიყვანა აღტაცებაში, არამედ თბილისელებიც (მხედველობაში მაქვს მარჯანიშვილის თეატრში გასტროლი).

 

„ლამბალო და ყაშას“ შემდეგ „თოვლის დედოფალი“ დაიდგა. სამთვიანი რეპეტიციების დასრულებისას ჭიათურელი მაყურებელი გამაოგნებელი რეალობის წინაშე დადგა. თეატრის ადმინისტრაციამ, დაახლოებით, 2500-ლარიანი დაფინანსებით დეკორაციების შექმნა მოახერხა. პრემიერამ, რომელიც ნოვაციური ეფექტებით იყო გაჯერებული, სავსე დარბაზი რამდენჯერმე ფეხზე  დააყენა და სპექტაკლის დასრულების შემდეგ მაყურებელი უწყვეტად 15 წუთის განმავლობაში უკრავდა ტაშს.

 

„მხატვრობა ნანა ყორანაშვილს ეკუთვნის, კოსტიუმები კი - ლელა ფერაძეს, რეჟისურა ჩემია. ამ წელში კიდევ სამი პრემიერის ჩვენებას ვაპირებთ ჩვენი მაყურებლისთვის, ვფიქრობთ, რომ გასტროლები მოვაწყოთ ზესტაფონში, ბათუმსა და ქუთაისშიც,“ - აღნიშნა თეატრის სამხატვრო ხელმძღანელმა მამუკა ცერცვაძემ.

 

„იქიდან გამომდინარე, რომ სპექტაკლი ზღაპარია და თან კარგად დადგმული, დარბაზში ყველა ადამიანი გავბავშვდით, ასაკობრივი ზღვარი ყველასთვის წაიშალა და დავბრუნდით ლამაზ ასაკში. ეს ისეთი სპექტაკლია, რომ ყველა ჭიათურელმა ბავშვმა უნდა ნახოს,“ - აღნიშნა ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მალხაზ წერეთელმა, რომელიც შვილთან ერთად ესწრებოდა წარმოდგენას.

 

ჭიათურის გამგებელის, სულხან მახათაძის თქმით, გამგეობა მაქსიმალურად ეცდება, ყველა ბავშვისათვის ხელმისაწვდომი იყოს ეს შესანიშნავი სპექტაკლი.


მაყურებელი მსახიობებს და თეატრის ხელმძღვანელობას ემოციებით ულოცავდა.

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია