დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა ქუთაისის №38 საჯარო სკოლაში
სულ ნანახია 1982
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

„გადაარჩინე სიცოცხლე“ - ამ ლოზუნგით  გაიმართა ქუთაისის ?38 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

 

 სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა თანატოლებისგან შემდგარ აუდიტორიას წარუდგინეს პრეზენტაცია ბიონარკოტიკებზე, მიაწოდეს ინფორმაცია წამალდამოკიდებულების, თამბაქოს მოხმარების და სხვა მავნე ჩვევების ორგანიზმზე  უარყოფითი გავლენის შესახებ. წარმოადგინეს „სლაიდ შოუ“-  სკოლის მოსწავლეებმა დარბაზის კედლები თემატური  ნახატებით მოხატეს.

 

მოსწავლეები 38 საჯარო სკოლაში არსებული „ეკო-კლუბის“ წევრები არიან და აქტიურად მონაწილეობენ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაში. კლუბი, დაახლოებით, 5 წელია, რაც სკოლაში ფუნქციონირებს.

 

„კლუბის წევრები, ძირითადად, მაღალი კლასის მოსწავლეები არიან, შესაბამისად, სკოლის დამთავრებასთან ერთად იცვლება მისი წარმომადგენლობა. ბავშვები  აქტიურად ეხმიანებიან ყველა იმ საკითხებს, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელი ცხოვრების წესთან, ეკოლოგიასთან... ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიაწოდონ თანატოლებს და მრავალფეროვანი ღონისძიებებით გაავრცელონ სასარგებლო მასალები,“ - განაცხადა სკოლის ბიოლოგიის პედაგოგმა და „ეკო-კლუბის“ ხელმძღვანელმა, ნინო მეშველიანმა.

 

„ნარკოტიკული საშუალებების თუ თამბაქო მომხმარებლების რიცხვი ძალიან არის გაზრდილი ჩვენს თანატოლებში. შესაბამისად, ჩვენი ჯგუფი მუშაობს, რომ გარკვეული წვლილი შევიტანოთ მათ უკეთ ინფორმირებაში. მოზარდებს გავაცნოთ, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია მათთვის მავნე ჩვევებს,“ - განაცხადა „ეკო-კლუბის“ ერთ-ერთმა წევრმა მარიამ ჯებაშვილმა.

 

ღონისძიებას ქუთაისის სამხარეო ნარკოლოგიური ცენტრის ექიმი ალექსანდრე აბულაძე ესწრებოდა.

 

„ახალგაზრდებს მინდა მოვუწოდო, ორიენტირებული იყვნენ ჯანმრთელობაზე, მივესალმები ამ ბავშვების აქტიურობას და დაინტერესებას ამ პრობლემურ თემასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ალექსანდრე აბულაძემ.

 

ალექსანდრე აბულაძის თქმით, ქუთაისის მასშტაბით, დაახლოებით, 2000-მდე წამალდამოკიდებულია. მათ შორის ბევრი მოზარდია. თუმცა, ეს პირობითი ციფრია და გაცილებით მძიმეა რეალობა, შესაბამისად, ახალგაზრდების ინფორმირება აუცილებელია, რათა სავალალო სტატისტიკამ ცოტათი მაინც დაიკლოს.

 

ჟანა ჯანელიძე

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია