საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სააღდგომო პასკა (კულიჩი)
სულ ნანახია 3956
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

პასკის სახლში ცხობა რამდენიმე წელია, რაც დავიწყე. ამის სურვილი კი ჩემმა დედამთილმა გამიჩინა. მართალია, ის ჩემსავით არაა შეყვარებული კულინარიაზე, მაგრამ პასკას ყოველთვის სახლში აცხობდა. ერთი ძველი რუსულენოვანი კულინარიული წიგნი აქვს, უამრავი საინტერესო რეცეპტით და სწორედ ამ წიგნის მიხედვით აცხობდა უგემრიელეს პასკას.

 

მოგვიანებით, ერთ-ერთ კულინარიულ ფორუმზე კიდევ ერთი კარგი რეცეპტი ვიპოვე, ამ ორის გაერთიანებით კი საბოლოო ვერსია შევაჯერე, რომელიც ძალიან მომწონს და ყოველ წელს ვაცხობ, ისე რომ, ექსპერიმენტების სურვილი აღარ მიჩნდება. არაჟანი რეცეპტში სწორედ იმ ძველი რუსული წიგნიდანაა, ის ცომს სინოტივეს აძლევსუნარჩუნებს და საბოლოო მზა პასკა არის სურნელოვანი, მძიმე, ნოტიო.

 

სანელებლებს ყოველთვის დიდი ყურადღებით ვეკიდები, აუცილებლად ახალდაფქული და არომატული უნდა იყოს. ახალდაფქულ კარდამონს  საოცარი სურნელი აქვს, თავბრუდამხვევი:% შეგიძლიათ, სუნელებს წინასწარ დაასხათ ცოტა სპირტი ან კონიაკი, ასე ბევრი აკეთებს.

 

ცომს თუ მაცივარში ააფუებთ, უკეთესი იქნება, მაგრამ მთლიან ულუფას თუ გამოაცხობთ, საკმაოდ ბევრია და არა მგონია, მაცივარში დაეტიოს. აქვე გაითვალისწინეთ, რომ მაცივარში აფუება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. მეორე ჩაზელვის შემდეგ ფორმებში გადაიტანთ და დააცლით ხელახლა ამოფუებას. ძალიან ნუ დაბრაწავთ ღუმელში, რადგან გამოშრება, სასიამოვნო ოქროსფერი რომ გახდება, გამოიღეთ.

 

 

ინგრედიენტები:

 

15 ც კვერცხი

1,5 -2 კგ შაქარი

500 გრ კარაქი (ან მარგარინი, ან 5050)

500 გრ არაჟანი

3,5 კგ ფქვილი (დაახლოებით, შესაძლებელია -ჰI%

1 ჩ.კ. ვანილი

1 ჩ.კ. მუსკატი

12 ჩ.კ. მიხაკი (დაფქული ან დაჩეჩქვილი წვრილად)

1 ჩ.კ. დარიჩინი

2 ჩ.კ. ილი ანუ კარდამონი

2 კანიანად გატარებული ლიმონი

500 გრ ქიშმიში

ფორთოხლის ცუკატები (სასურველია)

 

ცალკე აიღეთ:

5-6 ს.კ. საფუარი

1 ლ თბილი რძე

1 ს.კ. შაქარი

მარილი

ცოტა ფქვილი საერთო რაოდენობიდან

 

 

მომზადება

 

სანელებლების რაოდენობა შეგიძლიათ გაზარდოთ, აქ მოცემულია აუცილებელი მინიმუმი ქიშმიში დაალბეთ კონიაკში.

 

თბილი რძის ნახევარში  გახსენით საფუარი, შაქარი, ცოტა მარილი, ცოტა ფქვილი. აცალეთ აფუება.

 

გათქვიფეთ შაქარი და კვერცხები, შეურიეთ არაჟანი და საფუარიანი მასა.


შემდეგ იწყებთ ამ მასით ცომის ზელას: ამატებთ სანელებლებს ლიმონის ჩათვლით,  კარგად გახსნით (სუნელების რაოდენობა შეგიძლიათ შეცვალოთ). ფქვილის შუაგულში ამოაღრმავეთ და ჩაასხით ჯერ საფუვრიანი მასა, დაიწყეთ ზელვა და ნელ-ნელა ამატეთ კვერცხიანი მასა და დარჩენილი რძე. როგორც კი სასურველი სისქის ცომს მიიღებთ, შეწყვიტეთ სითხის დამატება, სჯობს, რძე ან კვერცხი მოაკლოთ, ვიდრე მეტი ფქვილი შეურიოთ, ეს ცომს დაამძიმებს (ეს ცვლილება იმიტომ შემომაქვს რეცეპტში, რომ სხვადასხვა ფქვილი ერთმანეთისგან განსხვავდება და ზუსტი რაოდენობა ვერ განვსაზღვრეთ ვერც მე და ვერც მკითხველებმა, რომლებმაც მოამზადეს). ცომი უნდა იყოს პურის ცომზე უფრო ნაზი, მაგრამ არა თხევადი
(ზელისას ხელები ისველეთ ზეთში).

 

მოზელილი ცომი შეფუთეთ და აცალეთ აფუება, შემდეგ უკან ჩაზილეთ, თან შეაზილეთ გამდნარი კარაქი. კარაქი არ უნდა იყოს ცხელი, არამედ გამდნარი და გაგრილებული. ან გადნობის ნაცვლად ძალიან დარბილებული ოთახის ტემპერატურაზე. ეს უკანასკნელიც მიცდია და ძალიან კარგად ერევა ცომს.


თუ დრო გაქვთ, მეორე ამოფუების შემდეგაც ჩაზილეთ, თუ არა და ცომს შეურიეთ ქიშმიში და დაჭრილი ცუკატები, გაანაწილეთ საცხობ ფორმებში 13-ზე  ან ნახევრამდე და აცალეთ ხელახალი ამოფუება.

 

გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, შეწითლებამდე. შემდეგ გასინჯეთ ჩხირით, თუ შიგნით მშრალია, გამოიღეთ, თუ არა და დაბალ ტემპერატურაზე ცოტა ხანი კიდევ დატოვეთ.

 

გაითვალისწინეთ:


ცომს სჭირდება კარგი მოზელა, უნდა მივიღოთ ელასტიური და ნაჩვრეტებიანი სტრუქტურა. კარგი მოზელილი ცომი უნდა იყოს ცოტა წებოვანი, მაგრამ ხელს ადვილად უნდა სცილდებოდეს.

 

 

ნინო ჯანანაშვილი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია