დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საუბრები უსტრატეგიო ქალაქის სტრატეგიაზე
საუბრები უსტრატეგიო ქალაქის სტრატეგიაზე
სულ ნანახია 1928
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

პარლამენტის ქუთაისში დარჩენა-არდარჩენის საკითხი კვლავ დაპირისპირების მიზეზი ხდება.


ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ ქუთაისმა საპარლამენტო ქალაქად „ვერ გაამართლა“, ოპოზიციამ პარლამენტთან გამართული ბრიფინგით უპასუხა.

 

   

გია თევდორაძე

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ ქუთაისის მმშ-ს განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა. როგორც თევდორაძემ აღნიშნა, ქალაქის არცერთ თავს არასოდეს ასეთი შეურაცხყოფა არ მიუყენებია ქუთაისისთვის, როგორც ეს შოთა მურღულიამ გააკეთა.

 

„ეს არის უპასუხისმგებლო და სამარცხვინო განცხადება. არავის ასეთი შეურაცხყოფა არ მიუყენებია საკუთარი ქალაქის სტატუსისთვის, როგორც ეს მურღულიამ გააკეთა. ის მდგომარეობა, რაც დღეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზეა, კარგად ასახავს, რა დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას პარლამენტთან მიმართებაში, რომელიც მდებარეობს ქუთაისში. „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ აგური აგურს არ დადებია და არაფერი გაკეთებულა აქ. ამიტომ მურღულიას განცხადება არის უპასუხისმგებლო  და ლოგიკას მოკლებული, თუმცა - მიზანმიმართული იმ სამარცხვინო კამპანიის მხარდასაჭერად, თითქოს ქუთაისმა საპარლამენტო ქალაქად ვერ გაამართლა. სამწუხაროა, რომ პარტიული ერთგულების დასამტკიცებლად მურღულია ქუთაისის განვითარებაზე ამბობს უარს და ნაცვლად იმისა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას ქუთაისის გასავითარებლად პარლამენტის აქ  დატოვება მოსთხოვოს, თავად აღნიშნავს, რომ პარლამენტის ადგილი ქუთაისში არ არის,“ - ამბობს გია თევდორაძე.

 

თევდორაძემ მურღულია საჯაროდ დებატებში გამოიწვია და ქუთაისის თავისგან თანხმობაც მიიღო, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ თევდორაძეს აქვს სურვილი, 9 წლის განმავლობაში მოუგვარებელ და დაუსრულებელ პრობლემებზე პირდაპირ ეთერში ისაუბროს.


ამავდროულად, მურღულიამ  საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, „ნაციონალი“ თევდორაძის მიერ გაკეთებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან მას არასოდეს უთქვამს, რომ პარლამენტი ქუთაისიდან უნდა გადავიდეს.

 

„ქუთაისში ჩამოსვლის დღიდან აღვნიშნავ, რომ პარლამენტი ქუთაისის განვითარებისთვის  მნიშვნელოვანია. ასევე მიმაჩნია, რომ ის უპრეცედენტოდ დიდი თანხა - 350 მილიონი ლარი - რაც პარლამენტის მშენებლობისთვის დაიხარჯა, ტყუილად არ უნდა დაიკარგოს და პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს,“ - ამბობს შოთა მურღულია.

 

ქუთაისის ყოფილი მერი გია თევდორაძე ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ქუთაისის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიულ გეგმასაც გამოეხმაურა. თევდორაძის განცხადებით, ეს არის გეგმა - გეგმისთვის და შეხვედრა - შეხვედრისთვის, რაც კრახისთვის არის განწირული.

 

„არცთუ მწირი გამოცდილების გამო განვაცხადებ, რომ ქალაქს უნდა გააჩნდეს სტრატეგიული განვითარების გეგმა. ამ გეგმაზე მუშაობა ჩვენი მმართველობის  პერიოდშიც მიმდინარეობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს უნდა იყოს ძლიერი დოკუმენტი. მაგრამ არც ერთ გეგმას არ შეუძლია განავითაროს ქუთაისი და მსგავსი ტიპის ქალაქები, თუ არ იქნება ცენტრალური ხელისუფლების ნება და  გარკვეული  ხელოვნური ბიძგი, როგორიც არის ადმინისტრაციული აქცენტის გადმოტანა სხვადასხვა ქალაქებში. სამწუხაროდ, პარლამენტის გადატანასთან  დაკავშირებით ხელისუფლების აზრსმოკლებული, რიტორიკული განცხადებების გამო ოთხი ხელმოწერილი პროექტი შეჩერდა ქუთაისში, რადგან არცერთი ინვესტორი არ ჩადებს თანხას იმ ქალაქში, რომლის მომავალიც გაურკვეველია,“ - აცხადებს გია თევდორაძე.


   

შოთა მურღულია

 

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულიაც თვლის, რომ ქალაქს აუცილებლად უნდა გააჩნდეს განვითარების გრძელვადიანი გეგმა, რომლის შემუშავების პროცესშიც ფართო საზოგადოების ჩართულობა ხდება. მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ თემის გარშემო ასეთი აჟიოტაჟი.

 

„ეს არის ქალაქგანვითარების გეგმა, რომელიც აუცილებლად უნდა გააჩნდეს ქალაქს, რატომ შეიქმნა ის ასეთი აჟიოტაჟის მიზეზი, გაურკვეველია, მაგრამ, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ პრობლემის გარშემო აჟიოტაჟის შექმნა სურს და არა პრობლემის მოგვარებაში მონაწილეობა, რისი კარგი მაგალითიც არის მერიის მიერ სოციალურად დაუცველთათვის 300 000 ლარის გამოყოფა, რასაც საკრებულოს „ნაციონალმა“ წევრებმა მხარი არ დაუჭირეს, ამიტომ ამ ადამიანებთან  კონსტრუქციული დიალოგი შეუძლებელია,“ - ამბობს ის.

 

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის 2015-2017 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მერის მოვალეობის შემსრულებელი შეხვედრებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან მართავს.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია