დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისის ოპერის სამხატვრო ხელმ’ღვანელად გოგი ჭიჭინაძე რჩება
სულ ნანახია 1716
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

აღნიშნულის შესახებ 10 აპრილს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე მარგიშვილმა, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ და ბალანჩივაძეების ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გოგი ჭიჭინაძემ ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრეს.

 

როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, ის ოპერის თეატრში შემოქმედებით საქმიანობას აგრძელებს.


ჭიჭინაძემ ოპერაში არსებულ პრობლემებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, ასევე კულტურის სამინისტროს და ქუთაისის მერიას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„მესმის, ერთბაშად ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე, როდესაც ელემანტარული სკამები არ არის ოპერაში, რომ ორკესტრის წევრებმა რეპეტიცია გაიარონ, რთულია ისაუბრო მასშტაბურ პროექტებზე. ჩვენ გვქონდა დაპირებები ფინანსური კუთხით, რაც ამ ეტეპზე არ გამოვიდა. მიუხედავად ამისა, მე ვრჩები ოპერაში და ვაგრძელებ შემოქმედებით საქმიანობას. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო კულტურის სამინისტროს, ქუთაისის მერიას და ოპერის თითოეულ თანამშრომელს, რომელთა გულრწფელ მხარდაჭერას ვგრძნობ,“ - განაცხადა ჭიჭინაძემ.

 

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ოპერას დამატებით 25000 ლარი დაერიცხება, ასევე ქუთაისის ოპერა პროგრამულ დაფინანსებას კულტურის სამინისტროსგანაც მიიღებს.

 

შეგახსენებთ, რომ გოგი ჭიჭინაძემ რამდენიმე თვის წინ ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტის დატოვების სურვილი სოციალური ქსელით გაახმაურა.

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია