დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სკოლის დღიური
სულ ნანახია 1691
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ისტორიული წარსული- ღონისძიება 23-ე საჯარო სკოლაში

 

ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის IV კლასმა 9 აპრილს ღონისძიება მიუძღვნა (კლასის ხელმძღვანელი ირინა ბოჭორიშვილი), რომელსაც „საქართველოს ისტორიული წარსული“ ერქვა.

 

ღონისძიების სამზადისს წინ უძღოდა ექსკურსია გელათში, ბაგრატის ტაძარზე, გეგუთის ციხე-დარბაზში. მოსწავლეებმა მოიძიეს ისტორიული მასალები ქართველ მეფეთა რეზიდენციის - „ოქროს ჩარდახის“ შესახებ. მომზადდა პროექტი „საქართველოს მეფეები“.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ყველა მოსწავლემ. ბავშვებმა ძირფესვიანად შეისწავლეს საქართველოს ისტორიული წარსული. ამ ღონისძიებამ მათ გაუღვივა პატრიოტული სულისკვეთება სამშობლოსადმი. ეს დღე მათ არასოდეს დაავიწყდებათ.

 

 

 

23-ე საჯარო სკოლაში გლობალური დათბობის შესახებ ისაუბრეს

 

2014 წლის 5 აპრილს  ინგლისური ენის პედაგოგის, თამთა ხარაბაძის  ხელმძღვანელობით, ქ. ქუთაისის ?23 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი „ჩვენი პლანეტა გლობალური დათბობის წინააღმდეგ“.

 

პროექტი განიხილავდა გლობალური დათბობისაგან პლანეტის დაცვის ძირითად საკითხებს.

 

გლობალური დათბობა ძალზედ აქტუალური საკითხია მთელს მსოფლიოში. მეცნიერების აზრით, 50 წლის შემდეგ დედამიწაზე ტემპერატურა 20-ით მოიმატებს. ეს გამოიწვევს ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე ყინულის დნობას და ზღვის დონის ამაღლებას.

 

გლობალურ დათბობასთან საბრძოლველად შეიქმნა „კიოტო პროტოკოლი“ (1997 წ.).

 

გლობალურ დათბობას საგრძნობლად ამცირებს ნაციონალური პარკები  სწორედ ამაზე გაამახვილეს ყურადღება მოსწავლეებმა.

 

ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეებმა აითვისეს მნიშვნელოვანი მასალა და თავადაც დაფიქრდნენ როგორ შეუძლიათ, დეეხმარონ პლანეტას დაბინძურებისა და გლობალური დათბობის თავიდან აცილებაში.

 


 

23-ე სკოლის მოსწავლეებმა ქალაქის ხელმღვანელობასთან ერთად სკოლის ეზოში ხეები დარგეს

 

 

2014 წლის 4 აპრილს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან კირკიტაძემ, მერიის ადმინისტრაციის  სხვა წარმომადგენლებმა და გამარჯვების მუნიციპალიტეტის თავმჯდომარემ დავით ახვლედიანმა სსიპ ქალაქ ქუთაისის ?23 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად სკოლის ეზოში ნეკერჩხლისა და იფანის ხეები დარგეს.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია