საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
არ გადაიხადო ერთი ლარი! - სადეზინფექციო აფიორა ქუთაისში
არ გადაიხადო ერთი ლარი! - სადეზინფექციო აფიორა ქუთაისში
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 2930
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

რამდენიმე კვირაა, რაც ქუთაისში ე.წ. სადეზინფექციო სამსახურის „ბრიგადის“ თანამშრომლები დადიან და მოსახლეობიდან, ვითომდა სადეზინფექციო მომსახურებისთვის, თანხას კრებენ.

 

 

ეს ადამიანები ოჯახში მისულ მოსახლეობას ეცნობიან, როგორც ოფიციალური სადეზინფექციო სამსახურის „ბრიგადის“ წარმომადგენლები და კორპუსებში ტარაკნების და ვირთხების  საწინააღმდეგო სადეზინფექციო სამუშაოს შესრულებისთვის ოჯახიდან 1 ლარს იღებენ, მეტი დამაჯერებლობისთვის კი ქვითარსაც ტოვებენ.

 

აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლებმა ერთ-ერთ ოჯახში მისვლისას აღნიშნეს, რომ მათი ოფისი ორახელაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. თუმცა საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ ეს ე.წ. სადეზინფექციო ფირმა ასპინძაშია დარეგისტრირებული. ამასთან, ქვითარზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე დაკავშირება ვერ ხერხდება.

 

აღნიშნულ სამსახურთან ყოველგვარ ურთიერთობას უარყოფს მერიის დასუფთავების სამსახური. როგორც მისმა უფროსმა თამაზ დეისაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ეს ჩვეულებრივი თაღლითობა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა.

 

„არანაირ კავშირში ეს ფირმა მერიის დასუფთავების სამსახურთან არ არის. უფრო მეტიც, ჩვენმა სამსახურმა ამ თაღლითობის წინააღმდეგ აქტიური კამპანია                                            დაიწყო. მივდივართ ყველა ტერიტორიულ ორგანოებში და მოსახლეობას ვაფრთხილებთ, რომ მათ მახეში არ გაებან. ადგილობრივებმა კარგად იციან, რომ ჩვენს მიერ დასუფთავების მოსაკრებლის ხელზე აღება არ ხდება. ყველა თანხა ბანკში ირიცხება, მაგრამ მათ თანხას მაინც უხდიან. ამიტომ გვინდა თქვენი საშუალებითაც კიდევ ერთხელ გავაფრთხილო მოსახლეობა, რომ ეს არის მორიგი აფიორა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ როგორც კი ამ სამსახურის წარმომადგენლებს ჰკითხავენ ვინ არიან და რეალურად რა სამსახურია, ეგრევე გარბიან, მოსახლეობა მათ დაკავებას ვერ ახერხებს,“ განაცხადა თამაზ დეისაძემ.

 

psnews.ge-აღნიშნულ თემაზე მუშაობას აგრძელებს, ვრცელ მასალას გაზეთ „P.S.“-ის მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ.

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია