საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
გამოცხადებული ტენდერების რაოდენობით ქუთაისის მერია პირველ დგილზეა
გამოცხადებული ტენდერების რაოდენობით ქუთაისის მერია პირველ დგილზეა
სულ ნანახია 1596
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

გამოცხადებული ტენდერების რაოდენობით ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა  საქართველოს მასშტაბით პირველ ადგილზეა. აღნიშნულის შესახებ მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ „ბაღის კიდის“ და საზოგადოება „ქუთაისის“ წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა. მურღულიამ კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ გასულ წელთან შედარებით ტენდერები დროულად გამოცხადდა, რაც სამუშაოების ვადაში დასრულების წინაპირობაა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ მომდევნო წლებში ბიუჯეტი ხალხთან ერთად უნდა დაიგეგმოს.


მერის მოვალეობის შემსრულებელი „ბაღის კიდის“ და საზოგადოება „ქუთაისის“ წარმომადგენლებს ქუთაისის 2015-2017 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმაზე მუშაობის ფარგლებში შეხვდა. სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობის ფარგლებში შოთა მურღულია, ვიცე-მერი კოტე ქავთარაძე და მერიის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი მალხაზ ჭრელაშვილი უკვე შეხვდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს  და არქიტექტორებს.

 

 შეხვედრის მიზანს ქალაქგანვითარების გეგმაზე მუშაობის გაცნობა და რეკომენდაციების მოსმენა წარმოადგენს.

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია