დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
16 წლის ზვიად პატარიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
16 წლის ზვიად პატარიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
ავტორი: მარი პატარაია
სულ ნანახია 4988
ავტორი:
მარი პატარაია
მსგავსი სიახლეები

სერბეთში, კადეტთა შორის მსოფლიო  ჩემპიონატზე, ბერძნულრომაულ სტილში ჩემპიონობა ქუთაისელმა, 16 წლის ზვიად პატარიძემ მოიპოვა. 54 ქვეყნის წარმომადგენელს  შორის ქართველი მოჭიდავის  გამოსვლა სერბეთში წარმატებული აღმოჩნდა. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზვიად პატარიძემ ოქროს მედალი დაძაბულ ორთაბრძოლაში აიღო.  

ფინალამდე ქუთაისელმა მოჭიდავემ წარმატებით იასპარეზა 5 შეხვედრაში. ფინალის საგზური კი  რუსი მოჭიდავის დიდი უპირატესობით დამარცხების შედეგად მოიპოვა, ხოლო ფინალურ ტურში პატარიძე ადგილობრივ სერბ მოჭიდავეს შეხვდა და დროზე ადრე დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ იმავე მოჭიდავესთან, ცოტა ხნის წინ,  პატარიძემ ევროპის ჩემპიონატზე პირველობა დათმო.

ზვიად პატარიძე მესამე ქუთაისელია, რომელმაც ბოლო წლებში,  მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. წარმატებული სპორტსმენები ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ოსტატისა და დამსახურებული მწვრთნელის - ელგუჯა მარუაშვილის აღზრდილები არიან.

სერბეთში, 10 წონით კატეგორიაში წარმოდგენილ  ქართველთა  ნაკრების ასპარეზობა წარმატებული აღმოჩნდა. მოჭიდავეები საქართველოში ორი მედლით დაბრუნდნენ. პატარიძის ოქროს მედალთან ერთად მესამე საპრიზო კატეგორიის გამარჯვებული გახდა ოზურგეთელი მოჭიდავე.

მორიგი წარმატების მოსაპოვებლად ემზადება კიდევ ერთი ქუთაისელი სპორტსმენი, ეროვნული ჩემპიონი და  საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული, საქართველოს ნაკრების პირველი ნომერი გიორგი ცირეკიძე. 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში, 20 სექტემბერს იგი მონაწილეობას მიიღებს ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე.

ბუდაპეშტში იგეგმებოდა კიდევ ერთი წარმატებული სპორტსმენის - სესე გოგისვანიძის გამგზავრებაც, მაგრამ გოგისვანიძემ ბოლო მომენტში ტრავმა მიიღო, რის გამოც ეროვნულ ჩემპიონატზე ასპარეზობა ვერ შეძლო და, შესაბამისად, მსოფლიო ჩემპიონატსაც გამოეთიშა.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია