დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ 2016 წლიდან იმოგზაურებენ
საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ 2016 წლიდან იმოგზაურებენ
სულ ნანახია 1607
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას ყველაზე გვიან 2016 წლის დასაწყისიდან შეძლებენ, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.

 

იგი იმედოვნებს, რომ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პირველი ფაზა მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება, ხოლო მეორე 2015 წლის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტამდე, რომელიც რიგაში ჩატარდება. ალექსი პეტრიაშვილის თქმით, უვიზო მიმოსვლა საქართველოს ყველა მოქალაქეზე გავრცელდება და არა მხოლოდ გარკვეულ კატეგორიაზე.

 

„ეს შეეხება აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს, ვისაც ექნება საქართველოს პასპორტი, მათ შორის აფხაზ და ოს მოქალაქეებსაც, როდესაც სამოქმედო გეგმის შესრულების ფაზები დასრულდება და ევროკავშირი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. თუკი შევძელით და ეს მოხდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალ სამიტზე, რამდენიმე თვეში, 2015 წლის ბოლოსთვის რეალურად შესაძლებელი იქნება, რომ პრაქტიკულად მიღებულ იქნას გადაწყვეტილება და ყველაზე გვიან 2016 წლის დასაწყისიდან საქართველო ნებისმიერმა მოქალაქემ შეძლოს, შენგენის ზონაში ვიზის გარეშე იმოგზაუროს,“ - აღნიშნა პეტრიაშვილმა.


ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველოს 2013 წლის თებერვალში გადმოეცა. საქართველოს მიერ აღნიშნული გეგმის წარმატებით აღსრულების შემთხვევაში, შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე, ევროკავშირის სივრცეში (შენგენის ქვეყნებში) უვიზო მიმოსვლის რეჟიმი იქნება შემოღებული. სამოქმედო გეგმა ორი ფაზისგან შედგება და იგი როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, ასევე ცალკეული მიმართულებებით (დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრის მართვა, მიგრაცია, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები) რეფორმების განხორციელებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს თავდაპირველად ჰქონდათ მოლოდინი, რომ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ეტაპის დასრულება ვილნიუსის სამიტამდე მოხდებოდა, მოგვიანებით კი ამ თარიღმა 2014 წლის დასაწყისამდე გადაიწია. 3 აპრილს კი სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ ქართული მხარე სამოქმედო გეგმის პირველი ნაწილის დასრულებას ზაფხულის ბოლომდე ვარაუდობს.

 

 

„ინტერპრესნიუსი“ 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია