დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისს ახალი ცენტრალური შემოსასვლელი ექნება
ქუთაისს ახალი ცენტრალური შემოსასვლელი ექნება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1633
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

ავტობანის დასრულების შემდეგ ქუთაისის ცენტრალური შემოსასვლელი ნიკეას ქუჩიდან იქნება. შესაბამისად, აღნიშნული უბნის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა და განვითარება მოხდება. ასევე მოხდება საფიჩხიაზე არსებული ძველი შემოსასვლელის რეგულაცია.

 

მოსალოდნელი ცვლილების შესახებ 1 აპრილს მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ არქიტექტორებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

 

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორი იქნება ჩვენი ქალაქი ხუთი წლის შემდეგ, რისთვისაც აუცილებელია სტრატეგიული განვითარების სამოქმედო გეგმის არსებობა. ეს არის კარგი პირობა ინვესტორების მოსაზიდად. გეგმა სხვადასხვა კომპონენტებს მოიცავს. სწორედ ამ გეგმის ფარგლებში გავმართეთ შეხვედრა  არქიტექტორებთან, მოვისმინეთ მათი მოსაზრებები, რომელიც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული გეგმაზე მუშაობის პროცესში,“ - განაცხადა შოთა მურღულიამ.

 

არქიტექტორების განცხადებით კი,  მნიშვნელოვანია სამუშაოები დაჩქარებული ტემპით არ განხორციელდეს, რაც მათ ხარისხზე უარყოფითად აისახება.

 

ქუთაისის 2015-2017 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა აქტიურად გრძელდება. შეხვედრა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან გაიმართება, რომელთა მიერ  დაკომპლექტებული ჯგუფი ქალაქის სტრატეგიული გეგმაზე ერთობლივად იმუშავებს.

 

psnews.ge

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია