დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რატომ ითხოვენ „ქუთაისის მადლიერების სახლის“ აიპის გაუქმებას?
რატომ ითხოვენ „ქუთაისის მადლიერების სახლის“ აიპის გაუქმებას?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 2176
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

„ქუთაისის მადლიერების სახლის“ თანამშრომელთა სახელფასო ფონდი უკმაყოფილების მიზეზი ხდება. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის წევრები ქუთაისის მერიასთან არსებული აიპი „ქუთაისის მადლიერების სახლის“ გაუქმებას ითხოვენ.

 

პარტიის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, მერიის სხვა აიპების მსგავსად მადლიერების სახლიც ახლობლებისა და ნათესავების დასასაქმებლად შეიქმნა „ნაციონალების“ მიერ და ახალი მთავრობაც განაგრძობს აიპების შენახვას და ძველი კადრების მათი ნათესავებით ჩანაცვლებას.


„ამ ქალაქში ადმინისტრაციული რესურსით მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ოცნება“ სარგებლობს. გაიყვეს ქალაქი ჯიგრულად. მერიაში და მასთან დაქვემდებარებულ აიპებში ჯერ კიდევ „ნაციონალები“ არიან დასაქმებულნი. რაც კარგი რესურსია საარჩევნოდ. ამით კარგად ჩანს რა, მიზნითაც შეიქმნა აიპები. თუნდაც „მადლიერების სახლი“, რომლის ბიუჯეტიც 527 600 ლარია და საიდანაც 144600 ლარი სახელფასო ფონდზე მოდის. აღნიშნულ აიპში 31 ადამიანია დასაქმებული, წარმოუდგენელია რაში სჭირდება „მადლიერების სახლს“ ამდენი თანამშრომელი? ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნული თანხა  700 ბენეფიციარის კვებას მოახმარონ, ბიუჯეტის საკმაოდ დიდ ნაწილს ხელფასებში ინაწილებენ,“ - განაცხადა გოგი წულაიამ.

 

პარტიის წევრები ასევე მოითხოვენ, გაუქმდეს „ქუთაისის მადლიერების სახლის“ - აიპი და მერიამ ტენდერი გამოაცხადოს, გამარჯვებული კომპანია კი მეტი თანხით უკეთ მოახერხებს ბენეფიციართა მომსახურებას.

 psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია