დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კვერცხის ქართველი მწარმოებლები იმპორტიორებს საქველმოქმედო აქციებით დაუპირისპირდებიან
კვერცხის ქართველი მწარმოებლები იმპორტიორებს საქველმოქმედო აქციებით დაუპირისპირდებიან
სულ ნანახია 2364
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

კვერცხზე გამოშვების თარიღის სავალდებულო მითითების მიუხედავად, კვერცხის მწარმოებელი ქართული კომპანიების ფინანსური მდგომარეობა მაინც ვერ გაუმჯობესდა.

 

როგორც bpn.ge-ს კომპანია „კუმისის“ დამფუძნებელმა, ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განუცხადა, მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა მთავრობის დადგენილება, რომ კვერცხს გამოშვების თარიღი დაეწეროს, იმპორტი საქართველოში 15%-დან 7%-მდე შემცირდა. თუმცა, ადგილობრივ მეწარმეებს რეალიზაციის პრობლემა მაინც აწუხებთ.

 

„ბაზარი გახსნილია უკრაინული, თურქული და ბელორუსიის პროდუქციისთვის. მათი ფასი ზუსტად იმდენივეა, როგორც ჩვენი, თუმცა, იმპორტიორები ამას არ დაგიდევენ. პროდუქტი შემოაქვთ, ხშირად ნახევარსაც ვერ ჰყიდიან, ბაზარზე ფასებს აგდებენ, რომ უფრო მეტი ზარალი თავიდან აიცილონ და შემდეგ გადიან. მათ ადგილს კი უკვე სხვა იმპორტიორი იკავებს. ჩვენც, სხვა გზა არ დაგვრჩენია, კვერცხი თვითღირებულების ფასად გავყიდოთ,“ - განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.

 

მისი თქმით, საქართველოს კვერცხის ბაზარი მთლიანად გაჯერებულია, ადგილობრივ წარმოებას კი შეუძლია, მოთხოვნა მთლიანად დააკმა-      ყოფილოს. ბაზრის დაცვის მოთხოვნით „საქართველოს მეფრინველეთა ასოციაციამ მთავრობას არაერთხელ მიმართა, თუმცა, უშედეგოდ.

 

აღდგომას ველოდებით, როცა ის ჩაივლის, კვერცხის სეზონი ზაფხულისთვის მოკვდება. მოგვიწევს, როგორც ყოველთვის, ან ერაყში გავიტანოთ ექსპორტზე ნახევარ ფასად, ამასთანავე, ჩვეული საზაფხულო ფასდაკლებები დავიწყოთ,“ - აღნიშნა მან.

 

როგორც „კუმისის დირექტორმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ერთი ყუთი კვერცხის ფასი 94,5 ლარია, მაისისთვის მას 65 ლარამდე გააიაფებენ, საიდანაც 5 ლარს მარკეტინგული ღონისძიებებისთვის დახარჯავენ.


„ინტენსიურად დავიწყეთ ქართული პროდუქციის რეკლამირება მასმედიაში. ამასთანავე, ვგეგმავთ სხვა საქველმოქმედო აქციებსაც: საპატრიარქოს ფონდში თანხებს გადავრიცხავთ, რომელიც ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება,“ - განაცხადა „კუმისის“ დამფუძნებელმა.

 

 

bpn.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია