დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საჩუქარი კარატისტებს
საჩუქარი კარატისტებს
ავტორი: იუზა კაციტაძე
სულ ნანახია 2257
ავტორი:
იუზა კაციტაძე
მსგავსი სიახლეები

ხუთი წელიწადია, რაც ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მე-10 სკოლის  შოტოკან კარატე დო-ს მიმდევართა ნაწილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ დარბაზში ვარჯიშობს. გამოცდილი სპეციალისტის, კარატეს მსოფლიო ფედერაციის წევრის ალეკო დოლაბერიძის ხელმძღვანელობით, აქ 12 ბავშვი და 20 სტუდენტი ეუფლება სპორტის ამ სახეობას და წარმატებითაც. საკმარისია ითქვას, რომ ალეკო დოლაბერიძის აღსაზრდელი, უნივერსიტეტის აგროფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ნოდარ შველიძე  მოსკოვში ჩატარებული მსოფლიო თასის გამარჯვებულია.

დასამალი არ არის, კარატისტებისათვის აქამდე მთავარი პრობლემა ტატამის უქონლობა იყო და, აი, მისი გადაჭრაც მოხერხდა. სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ ახალი, ჩინური წარმოების მაღალხარისხოვანი სპეციალური ტატამი შეიძინა და კარატისტებს გადასცა.

მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, დიდი ხანია, ვოცნებობდით ასეთ საჩუქარზე. წვრთნის უკეთესი პირობები გვექნება და ეს ჩვენი გოგო-ბიჭების შედეგებზეც აუცილებლად აისახება, - განაცხადა ალეკო დოლაბერიძემ. 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია