დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უშუ ქუთაისში შველას ითხოვს
უშუ ქუთაისში შველას ითხოვს
ავტორი: ალიკა აბშილავა
სულ ნანახია 2173
ავტორი:
ალიკა აბშილავა
მსგავსი სიახლეები

უშუს ბუდისტმა ბერმა ბუდიდჰარმა (ტამომ) ჩაუყარა საფუძველი, ჰენანის პროვინციის ერთ-ერთ პატარა სოფელ შაოლინში. მან იქაურ ბერებს სასიცოცხლო ძალის გასაძლიერებლად ფიზიკური ვარჯიშები ასწავლა, რასაც 18 ცხოველის (ვეფხვი, ლეოპარდი, გველი, დრაკონი და სხვა) მოძრაობები დაედო საფუძვლად.

 

უშუს პირველი ოფიციალური ჯგუფი საქართველოში 1981 წელს ჩინელი ქრისტიანი შიფუს სუეინ ჯოუს შანის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა.  შანის თაოსნობით ჩვენი სპორტსმენები წარმატებით გამოვიდნენ სხვადასხვა ტურნირებზე.

 

უშუ ძალადობას უარყოფს და კონფლიქტის თავიდან აცილებისთვის იბრძვის. თუ ეს არ გამოვა, მაშინ რამდენადაც ძლიერი და ძალადობრივიცაა შეტევა, იმდენად დამანგრეველია პასუხი. მას აქვს თავისი მორალური კოდექსი, წესები, პრინციპები, რომელზეც გადის ადამიანის სულიერი და ფიზიკური ჩამოყალიბების გზა.

 

უშუკუნგ-ფუ შედარებით ნაკლებად გავრცელებულია. ის რადიკალურად განსხვავდება სხვა აღმოსავლური ორთაბრძოლებიდან. უფრო მეტიც, იგი ფილოსოფიაა დაოიზმისა და ბუდიზმის განუყოფელი ნაწილი და აჩვენებს, თუ როგორ უნდა ებრძოლოს ადამიანი ბედს, ყველა საკითხს მოთმინებით შეხვდეს და ცხოვრებისაგან მეტი სარგებელი მიიღოს. მასში 300-ზე მეტი სტილია.


პეკინში არსებობს სპეციალური აკადემია, სადაც ახალგაზრდებს,  მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე, კინოფილმებში გადასაღებად ამზადებენ.

 

დედაქალაქიდან უამრავი ვიდეოფირი ჩამოდის წარწერით: „...კუნგ-ფუ";  „...კარატე კუნგ-ფუ“, რაც დიდი შეცდომაა, რადგან მასში უშუს დიდოსტატები მონაწილეობენ.


ეს სპორტი აწრთობს და  ისწავლება როგორც პროფესიონალური, ასევე სამოყვარულო დონეზე, რაც მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის, სხეულის დახვეწისთვის (წონა, ხერხემალი, ნივთიერებათა ცვლა, სიმსუბუქის შეგრძნება, სუნთქვა და ა.შ.). ძირითადი აქცენტი მაინც საბრძოლოსა და საჩვენებელზე კეთდება და  ფიზიკური დატვირთვაც მეტია უკეთესი შედეგის მისაღწევად.

 

 

***

 

უშუს ქუთაისელი მასწავლებლები ამბობენ, რომ ამ სპორტს მერიიდან და სახელმწიფოსგან ყურადღება არ ექცევა. ერთადერთხელ, „ნაციონალების“ მმართველობის დროს, 1500 ლარი დაწესდა, ვინც საქართველოს ჩემპიონატს მოიგებდა. თუმცა ეს დანაპირებიც არ შესრულდა. სპორტსმენს 100 ლარი ერგო, აქედან 20% საშემოსავლო დაიქვითა.

 

ზურაბ კაპანაძე, მწვრთნელი: „ბევრს კი არ ვითხოვთ, ან ნაკრები დააფინანსონ, ან პირველ ადგილზე ვინც გავა შეჯიბრებებზე. ინვენტარით გაგვიწიონ თანადგომა. ჩვენი სპორტსმენების წარმატება ქალაქის გამარჯვებაა და ქვეყნის სახელიცაა. სხვა თუ არაფერი, წარმატებული 5 გზის, 6 გზის ჩემპიონები რომ აღარ დადიან ვარჯიშზე ისე მონდომებით, იმ მიზეზით, რომ  ამაში პერსპექტივას ვერ ხედავენ, ეს ცუდი მაგალითია პატარებისთვის. ჩვენს სპორტსმენებს ძლიერ უყვართ ეს საქმე და ჯერაც ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, რომ რაღაც გამოვა“.

 

არის სახეობები, რომელნიც ამდენ წარმატებებს ვერ აღწევენ, რამდენსაც ჩვენ, თუმცა რაღაც ყურადღება, დაფინანსება, ინვენტარები და სხვა რამ მაინც აქვთ მერიიდან. თუ ჩვენ უყველაფროდ ამდენს ვშრომობთ და ასეთი წინსვლა გვაქვს, ხომ  შეიძლება მეტი შესაძლებლობა მოგვეცეს და ქალაქსაც მეტ სახელს მოვუტანთ.“

 

დათო წულაია, მწვრთნელი: კონსტანტინე ქობულაძე იყო ერთადერთი სპორტსმენი საქართველოს ნაკრებიდან, რომელიც მიწვეული იყო მალაიზიაში მსოფლიო ჩემპიონატზე. მერია ბოლო დრომდე გვპირდებოდა თანხის გამოყოფას. როცა უნდა გაგვეგზავნა მონაწილეობისთვის, თანხის ნაწილი დაგვეჯავშნა. გვეუბნებიან პრობლემაა და ვერ გაფინანსებთო. ეს ქალაქის სირცხვილიცაა, ქვეყნის სირცხვილიც.

 

სპორტსმენსაც გული აცრუებული აქვს ევროპაზე უნდა წასულიყო, მსოფლიოზე უნდა წასულიყო. 11 წელია, ვარჯიშობს და 5-ჯერ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და ყველა მოიგო. მიუხედავად ამისა, არავითარ ყურადღებას არ იჩენს ადგილობრივი ხელისუფლება მის მიმართ. ჭომიდან აქამდე მოსვლისათვის მარტო ტრანსპორტში 2 ლარი უნდა გადაიხადოს დღეში. სხვა პრობლემებიც ხომ გააჩნია... ასეთ სპორტსმენს 200 ლარი მაინც ხომ უნდა მიეცეს თვეში. მეტ დაინტერესებას ნახავდა არამარტო ეს ერთი ადამიანი.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია