დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისში რვაწლიანი უკანონობა კულმინაციას უახლოვდება?
ქუთაისში რვაწლიანი უკანონობა კულმინაციას უახლოვდება?
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 2328
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე
მსგავსი სიახლეები

სახელმწიფო ქონების უკანონო გაქირავებისთვის, შესაძლოა, მზია გიორგაძე  9000 ლარამდე დაჯარიმდეს

 

ქუთაისში, ფალიაშვილის ქ. №23-ში (ე.წ. „პასაჟას“ ტერიტორია) განთავსებული კომერციული ფართი დღემდე უკანონოდ ქირავდება. ამ თემით  „P.S.“ გასული წლის ოქტომბრის თვეში დაინტერესდა. ჟურნალისტური გამოძიების შედეგად კი დადგინდა, რომ  ფალიაშვილის №23-ში მდებარე საერთო სარგებლობის გასასვლელი,  ერთ-ერთი ინდ.მეწარმის, მზია გიორგაძის მიერ 8 წელია, უკანონოდ ქირავდება.

 

მესაკუთრე ინდ.მეწარმეები: ეკატერინე ალფაიძე, ავთანდილ შანიძე და ბესიკ სურმავა ერთ-ერთ თანამესაკუთრეს, მზია გიორგაძეს აღნიშნული ფართის ნაწილს უკანონოდ მითვისებასა და უნებართვოდ გაქირავებაში წლების მანძილზე ადანაშაულებდნენ.

 

მეწარმეებმა ქალაქ ქუთაისის მერიას არა ერთხელ მიმართეს თხოვნით, რომ დადგენილიყო აღნიშნული ფართის მესაკუთრე და ამავე დროს, როგორც უსაფრთხოების, ასევე - კომერციული თვალსაზრისითაც, აკრძალულიყო საერთო სარგებლობის გასასვლელში ყოველგვარი ობიექტის მოწყობა.

 

მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მიერ თანამესაკუთრეებისათვის გაგზავნილი პასუხის მიხედვით დადგინდა, რომ აღნიშნულ ქუჩაზე არსებულ საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთზე განთავსებული კომერციული ფართები 13 მეწარმის საკუთრებაშია, მათ შორის, ერთ-ერთ თანამესაკუთრედ ქ. ქუთაისის თვითმმართველი ერთეული ირიცხება, კერძოდ, მის საკუთრებაშია ე.წ. „პასაჟას“ საზოგადოებრივი გასასვლელი, ფართით 57,31მ2.


ოფიციალური ინფორმაციის მოსაპოვებლად სახელმწიფო ქონების მართვის სამსახურს მივმართეთ, რომლის არქივიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაირკვა, რომ გიორგაძეები 8 წლის განმავლობაში უკანონოდ აქირავებდნენ სახელმწიფოს  ქონებას, სადაც ხდება ხორცის რეალიზაცია. სწორედ ეს ხორცის დახლი წარმოადგენს პრობლებას, რომელიც საერთო სარგებლობის გასასვლელში აფერხებს მოძრაობას და სხვა მესაკუთრეებს აზარალებს. თუმცა, სახელმწიფო ქონების მართვის სამსახურისგან ჩვენს შემდეგ წერილზე, რომელშიც ვითხოვდით პასუხს კითხვაზე: თუ ვის ევალება ქალაქის ცენტრში კერძო პირის მიერ უკანონოდ მითვისებულ და გაქირავებულ ფართზე რეაგირება და რატომ არ დაინტერესდა შესაბამისი სამსახური 8 წლის განმავლობაში აღნიშნული ფაქტით, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ სხვა კერძო მესაკუთრეები აქტიურად და არაერთხელ მიმართავდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას,   პასუხი ვერ მივიღეთ.

 

ამ თემის აქტუალურობა კვლავაც ძალაშია. როგორც ერთ-ერთმა მესაკუთრემ, თამაზ მელაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, მას   დაუკავშირდა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბაქარ ჭეიშვილი, რომელიც გამოეხმაურა ფალიაშვილის ?23-ში მდებარე კომერციული ფართის მესაკუთრეების მორიგ, კოლექტიურ განცხადებას. ბაქარ ჭეიშვილი მელაშვილს და  სურმავას 2014 წლის 23 იანვარს შეხვდა. შეხვედრას აღნიშნული სამსახურის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ, მათთან ერთად იყო ნოდარ მიქიაშვილიც.

 

„მერიიდან დამიკავშირდა ბაქარ ჭეიშვილი, რომელმაც თანამესაკუთრეები დაგვიბარა მასთან გასაუბრებაზე. გვითხრა, რომ ჩვენს განცხადებას კარგად იცნობდა და მოისურვა საქმის მასალების განხილვა მესაკუთრეებთან. 26.02.2013 წლის პასუხით მათ გვითხრეს, რომ აღნიშნული დახლი არ ზღუდავდა მათ ფართს და თქვენ თქვენს თავს მიხედეთო, ამჯერად კი, ადრინდელთან განსხვავებით, აღიარეს, რომ იქ მდებარე  ფართი მათი საკუთრებაცაა.  მასალებს კარგად ვიცნობთ და პირველ მარტამდე დაიცადეთ და მოვაგვარებთ ყველაფერსო.

 

მათი დაპირებით,  23 თებერვლიდან პირველ მარტამდე უნდა მომხდარიყო დახლის დემონტაჟი. ამ პირობის დამადასტურებელი რაიმე ოფიციალური დოკუმენტი მათ ჩვენთვის არ მოუციათ, შეთანხმება მხოლოდ სიტყვიერად მოხდა. რადგან წლების მანძილზე ვერაფერს გავხდით და ახლა გამოჩნდა ადამიანი, რომელიც რაღაც ნათელი წერტილი იყო ამ სიტუაციაში, ჩვენც ვენდეთ მას და დავემშვიდობეთ იმ პირობით, რომ  ერთ კვირაში მოგვარდებოდა პრობლემა,“ - ამბობს თამაზ ალფაიძე.


გავიდა პირველი მარტიც ისე, რომ გიორგაძეებს ხორცის დახლი არ აუღიათ. მელაშვილის განცხადებით, ვადის გადაცილების შემდეგ  ის კვლავ შეხვდა ბაქარ ჭეიშვილს, რომელმაც უთხრა, რომ აღნიშნული სადავო ფართის საქმე საკრებულოს გადაეცა განსახილველად, რომლის გადაწყვეტილებითაც გიორგაძეებს 3000 ლარის ოდენობით ჯარიმა და ერთი თვის განმავლობაში დახლის დემონტაჟი დაეკისრათ.


ამ ინფორმაციას მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბაქარ ჭეიშვილიც ადასტურებს. მისი განცხადებით, გიორგაძეები უნებართვოდ აქირავებენ აღნიშნულ ფართს. შესამაბისად, უნდა აღიკვეთოს უკანონობა.

 

„მას არა ერთხელ მივეცით ვადა, რომ აეღოთ დახლი, თუმცა რეაგირება არ მოუხდენია, ჩვენ საკრებულოს გადავეცით ეს საქმე, რომელმაც განიხილა და გამოვიდა12 მარტის ?290 ბრძანება, რომლის მიხედვითაც ფალიაშვილის ქ. ?23-ში მდებარე საერთო სარგებლობის გასასვლელი ერთი თვის ვადაში უნდა განთავისუფლდეს და აღებული იქნას ხორცის სარეალიზაციო დახლი“, - განაცხადა ბაქარ ჭეიშვილმა.

 

როგორც გაირკვა, გიორგაძეებს გაეგზავნათ ბრძანების პირი და დახლზე გააკრეს გამაფრთხილებელი ბანერი, თუმცა  მათ ბანერი ჩამოხიეს და საკრებულოს ბრძანება არ ჩაიბარეს. ბაქარ ჭეიშვილის განცხადებით, ის მზია გიორგაძესაც შეხვდა და ესაუბრა აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, მას ხელმეორედ ფოსტით გაეგზავნა ბრძანება რომელიც ამჯერად, ჩაიბარეს.

 

„თუ ერთი თვის განმავლობაში მზია გიორგაძე არ გადაიხდის ჯარიმას და არ მოახდენს დახლის დემონტაჟს, ჯარიმა გაიზრდება 6000 ლარამდე, შემდეგი ერთი თვის გასვლის შემდეგ ჯარიმა კვლავ 3000 ლარით გაიზრდება. საბოლოოდ, 9000 ლარზე შეჩერდება ჯარიმის ზრდა და მოხდება მათი ქონების დაყადაღება. იმ შემთხვევაში, თუ მზია გიორგაძემ სასამართლოში გაასაჩივრა საკრებულოს გადაყვეტილება,  ჯარიმის გადახდა და დემონტაჟის მოთხოვნა  სასამართლოს საბოლოო დასკვნამდე შეჩერდება.

 

ამჟამად დროის ათვლა დაწყებულია, საკრებულოს გადაწყვეტილებით, წამზომი 15 მარტს ამოქმედდა და საბოლოო სახეს 15 აპრილს ველით.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია