დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაცაცო მასწავლებლის სახელობის შეხვედრათა კლუბი – „დავდგათ სამოვარი და ვისაუბროთ“
მაცაცო მასწავლებლის სახელობის შეხვედრათა კლუბი – „დავდგათ სამოვარი და ვისაუბროთ“
სულ ნანახია 1761
ავტორი:

„სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ“ ასე ეწოდა მზის ღიმილად დარჩენილი ქალბატონის, მაცაცო ლოსაბერიძის, ლამაზი სიცოცხლის გაგრძელებას ქუთაისის ?23 საჯარო სკოლაში, სადაც ვაჟა-ფშაველას კაბინეტში მუშაობა გააგრძელა საინტერესო შეხვედრათა კლუბმა „დავდგათ სამოვარი და ვისაუბროთ“. კლუბს მაცაცო ლოსაბერიძის სახელი ეწოდა, რადგან რამდენიმე წლის წინ სწორედ მან დაუდო საფუძველი ამ კლუბის ჩამოყალიბებას.

 

ქართული ლიტერატურის უზომო სიყვარულმა და ნიკალას სიტყვებმა შთააგონა თურმე კლუბის შექმნის იდეა. იგი მოწვეულ სტუმრებს მაღალი გემოვნებით შერჩეული მხატვრული სიტყვებით უამბობდა ორი ბუმბერაზი ადამიანის ვაჟასა და ნიკალას შეხვედრის შესახებ.

 

წუთისოფლის სიმრუდემ ნაადრევად შეწყვიტა შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ქალბატონის, მაცაცო ლოსაბერიძის, სიცოცხლე.


სალონურ შეხვედრაზე მოგონება მოგონებას ენაცვლებოდა, სევდა და მონატრება ეჭიდებოდა ერთმანეთს, რადგან სკოლის დერეფნებსა და საკლასო ოთახებში თითქოს ისევ დააბიჯებს თვალებბრიალა მაცაცო, ქართული მზით გამთბარი მშობლიური ენის სიყვარულით გაგიჟებული, მარად ქალური ღირსებით სავსე და დაუღლელი კისკისით, მზე ეტეოდა მის სიცილში.

 

საინტერესო შეხვედრათა კლუბში სტუმრად იმყოფებოდნენ: ქუთაისის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ბატონი თეიმურაზ ლანჩავა, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის აკადემიკოსი ბატონი ავთანდილ ნიკოლეიშვილი, ამავე უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი ოთარ ჭუმბურიძე, პოეტები ირმა ქურასბედიანი და ლია კუხიანიძე, წმინდა გიორგის ეკლესიის მოძღვარი მამა გრიგოლი.

 

სტუმრებმა აკადემიურ დონეზე შეაფასეს მაცაცო ლოსაბერიძის შემოქმედება.

 

ცრემლნარევი მონატრებით ისაუბრეს მოსწავლეებმა, რომლებსაც არასოდეს დაავიწყდებათ მაცაცო მასწავლებლის სპექტაკლებად ქცეული გაკვეთილები.

 

 

მაცაცო ლოსაბერიძის შეხვედრათა კლუბი აგრძელებს მუშაობას.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია