დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბენია თხილავას იუბილე მიულოცეს
ბენია თხილავას იუბილე მიულოცეს
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 2663
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე
მსგავსი სიახლეები

18 სექტემბერს, ფონდ „დავიწყებული სახეების“ ორგანიზებით, გაიმართა საზოგადო მოღვაწის, უმაღლესი სკოლის დამსახურებული პედაგოგის, ტელეჟურნალისტის, მწერალი-იუმორისტის და კიდევ მრავალი ტიტულის მქონე ქუთაისელს, ბენია თხილავას დაბადებიდან 75 და მოღვაწეობის 50 წლის აღსანიშნავი შემოქმედებითი საღამო.

ღონისძიების მთავარ გმირს იუბილე მიულოცეს პოლიტიკოსებმა, საზოგადო მოღვაწეებმა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, უახლოესმა მეგობრებმა... მიუძღვნეს ლექსები, სიმღერები, აუდიტორიას გააცვნეს მისი ცხოვრება და მოღვაწეობა. სპეციალურად ამ დღისთვის დაიბეჭდა იპოლიტე ხვიჩიას სახელობის იუმორის ეროვნული აკადემიის გაზეთ                                 „იპოლიტესა“ და გაზეთ „სარკმელი საქართველოსი“ ერთობლივი გამოშვებაც, რომელიც მთლიანად ბენია თხილავას ეძღვნება.

ფონდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ჟანა მუჯირმა „P.S“-თან საუბრისას განაცხადა, რომ ფონდი, რომლის პრეზიდენტია ექიმი და საზოგადო მოღვაწე თემურ ძიძიგური, აპირებს იმ ადამიანთა ღვაწლის დაფასებას, რომლებმაც სხვადასხვა სფეროში შეიტანეს თავიანთი წვლილი, ქალაქისთვის გააკეთეს ყველაფერი და დღეს გარდაცვლილები, ან მივიწყებულები არიან. „ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ამ ღვაწლმოსილი ადამიანების საღამოების მოწყობას, გავიხსენებთ და დავაფასებთ მათ ამაგს, მოვიწვევთ ოჯახის წევრებს, დავეხმარებით ნიჭიერ ახალგაზრდებს, უნარშეზღუდულ პირებს და ა.შ. დღეს კი, ბატონი ბენიას შემოქმედებითი საღამოა და ჩვენმა ფონდმა გადაწყვიტა, ერთი ლამაზი დღე ეჩუქებინა მისთვის,“ - განაცხადა ქალბატონმა ჟანამ.

შინაურულ გარემოში წარმართულ საღამოს რესტორანი „RIVERSAIDI“ მასპინძლობდა. აუდიტორია დეკანოზმა მამა ექვთიმე ჩივაძემ დალოცა.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია