დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
როგორ და რატომ დავიწყოთ მეფუტკრეობა?
როგორ და რატომ დავიწყოთ მეფუტკრეობა?
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
სულ ნანახია 8220
ავტორი:
როლანდ ხოჯანაშვილი
მსგავსი სიახლეები

ერთ-ერთი ძველი დარგი სოფლის მეურნეობიდან მეფუტკრეობაა. მართალია, საქართველოში მეფუტკრეობას ოდითგანვე მისდევენ, მაგრამ დროთა განმავლობაში მეფუტკრეობაში ბევრი ცვლილება მოხდა და მათი გათვალისწინება აუცილებელია.

 

 

ფუტკარი ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული მწერია და ის თამამად შეიძლება ჩაითვალოს მწარმოებლად, რომელიც ამზადებს რამდენიმე სახის პროდუქტს და ყველა მათგანს აქვს სასაქონლო დანიშნულება. ქართული რუხი ფუტკარი დროთა განმავლობაში შეირყვნა სხვა ჯიშის ფუტკრებით და განსაკუთრებით ეს მოხდა იტალიურ ფუტკართან შეჯვარებით. მართალია, იტალიური ფუტკარი გამოირჩევა თვინიერობითა და ლამაზი ფიჭის შენებით, მაგრამ ის ბევრად უფრო ნაკლებად გამძლეა დაავადებების მიმართ  და ნაკლებ პროდუქტიულიცაა. ქართული რუხი ფუტკრის წმინდა სახით ნახვა უკვე თითქმის შეუძლებელია და ამიტომ საჭიროა ამ მიმართულებით სასელექციო მუშაობა.

 

 საქართველოს სოფლის მეურნეობა და, საერთოდ, ხელისუფლება აპირებს სოფლის მეურნეობაში ფინანსური წახალისებების დანერგვას, შეიძლეა თუ არა ეს წახალისება გამოიყენოს ადამიანმა მეფუტკრეობის მეურნეობის ჩამოსაყალიბებლად? რამდენად იქნება მომგებიანი მეურნისათვის თუნდაც 3%-იანი სესხის გამოტანა ამ მიმართულების ასაღორძინებლად?

 

 რადგან მეფუტკრეობის პროდუქტები გაყიდვადი და ნაკლებად ფუჭებადია, ამიტომ ფუტკრის მოშენება ზედმიწევნით სასარგებლოა. თუ ფუტკარს კარგად მოუვლის მეურნე, მას შეუძლია 5-80 კილოგრამამდე თაფლი აწარმოოს, რაც არც ისე ცოტაა. მაღალი ხარისხის თაფლი სწორად შენახვის პირობებით ასეულობით წელს ძლებს და არ კარგავს თვისებებს. კილოგრამი მაღალი ხარისხის თაფლის ფასი, დაახლოებით, 10 დოლარია, ანუ ფუტკარმა შეიძლება 800 დოლარამდე სარგებელიც მისცეს მეფუტკრეს, თუმცა ამისთვის საჭიროა სწორად მიდგომა ამ დარგისადმი: დროული მოვლა-პატრონობა, არც ისე ძვირი სამკურნალწამლო ჩარევა და ღალიანი ტერიტორიების ათვისება ნიშნავს მაღალპროდუქტიულობას.

 

ფუტკარმა შეიძლება სკიდან 8 კილომეტრის იქითაც მოძებნოს ღალა, თუმცა ამ შემთხვევაში ფუტკარი ცვდება და ნაკლები ნექტარიც მოაქვს (ფუტკარს, დაახლოებით, ცხრაჯერ მეტი ნექტრის გადატანა შეუძლია, ვიდრე თავად იწონის). მართალია, შორიდან მოტანილი ღალის თაფლი ბევრად უფრო ფერმენტირებულია და ხარისხიც მაღალი აქვს, მაგრამ თუ ბუნებრივი შაქრებით (ლაქტოზა, საქაროზა, ფრუქტოზა და ასე შემდეგ) აწარმოებს მწერი თაფლს,  მას მაინც აქვს დიდი ღირებულება.

 

 თუკი გადაწყვეტთ ფუტკრის მოშენებას და არ გაქვთ მეფუტკრეობაში გამოცდილება, აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი: ფუტკრის შეძენა სჯობია გაზაფხულზე, ვიდრე მცენარეთა უმრავლესობა აყვავდებოდეს. ე.წ. პაკეტის ყიდვის დროს ყურადღება უნდა მიექცეს ფუტკრის ოჯახის სტრუქტურას - აუცილებლად უნდა იყოს ოჯახში დედა, მუშა და მამალი ფუტკრები. მამლების რაოდენობა ბევრად უფრო ცოტა, რამდენიმე ათეული, ხოლო  ჩარჩოები უნდა იყოს დაფარული მუშა ფუტკრებით. სტანდარტულ 12 ჩარჩოიან სკაში 60 ათასამდე ფუტკარია, აქიდან აბსოლუტური უმრავლესობა მუშაა, ერთი დედა და რამდენიმე ასეული მამალი. როცა ოჯახს ყიდულობთ, უნდა იცოდეთ, რომ 4 ჩარჩოზე ნაკლები არ უნდა შეიძინოთ.

 

წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ოჯახი ვერ შეადგინოთ სრულყოფილად. წესით, ოჯახის ყიდვისას ფასწარმოქმნა ხდება თაფლერთეულის მიხედვით: ერთი ჩარჩო ფუტკარი, დედა ერთ თაფლერთეულს წარმოადგენს და ზუსტად ღირს კილოგრამი თაფლის ფასი. ანუ ერთ „პაკეტში“ 50 დოლარის ექვივალენტის გადახდა მოგიწევთ (სკის გარეშე). თუ გექნებათ საშუალება, რომ მთლიანად სკა შეიძინოთ, ასეთ დროს უნდა დააკვირდეთ ფუტკრის ოჯახის მდგომარეობას.

 

თუ ფუტკრები ხალისიანად დაფრენენ საფრენის წინ და მძიმედ ეშვებიან მასზე, ესე იგი, ჯანმრთელი და შრომისმოყვარე ოჯახთან გაქვთ საქმე. ასეთი ოჯახის შეძენა ნამდვილად ღირს. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს ჩარჩოებზე თაფლის, ბარტყისა და კვერცხის ოდენობას. წრიულად დაკვერცხვის დროს ვხვდებით, რომ დედა ფუტკარი ზედმიწევნით კარგია და ახალგაზრდაა. თუ გაფანტულად დევს კვერცხი უჯრებში, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ ან დედაა ძალიან ახალგაზრდა ან კიდევ გადაბერებული. სკაში უმეტესი ნაწილი უნდა იყოს ახალგაზრდა ფუტკარი და არა გაცრეცილფრთებიანი ძველი თაობის. ახალგაზრდა ფუტკრები უფრო მცირე ტანისა და რუხია, ხოლო ძველი თაობისანი - შავი.

 

 როგორც წესი, ფუტკარი არ მოიხმარს ჟანგბადს და ამიტომ დიდ საფუტკრეებში მუდმივად ჟანგბადის სიუხვეა. ამიტომ რეკომენდირებულია საფუტკრის ჰაერის ხშირი გამოყენება. მოკლედ, თუკი თქვენს გარშემო ყვავილოვანი მცენარეები ბევრია (განსაკუთრებით ცაცხვი, აკაცია, წაბლი, მზესუმზირა და სხვა), უმჯობესია, იფიქროთ ფუტკრის მოშენებაზე. თაფლის გარდა თქვენ ხელს შეუწყობთ მცენარეთა დამტვერვას და მემცენარეობის პროდუქტიულობა გაიზრდება ბევრად.

 

მართალია, ფუტკარმა მწარედ დანესტვრაც იცის, მაგრამ თუკი მეფუტკრეობის წესებს დაიცავთ, უმიზეზოდ ფუტკარი არ დაგშხამავთ. ამ მწერებს არ უყვართ ღამით ან საღამოს „შეწუხება“, არც მძაფრ სუნს გაპატიებენ (ოფლი, სუნამო, ალკოჰოლი, სიგარეტი და ა.შ.). დანარჩენ შემთხვევაში ფაქიზად მოპყრობისას ფუტკარი ჩვეული რიტმიდანაც არ გამოდის და სკასთან მუშაობის დროს მეფუტკრე შეამჩნევს, რომ ისინი აგრძელებენ ყვავილის მტვრისა და ნექტრის მოტანას, ასევე ბარტყის მოვლასა და ასე გასინჯეთ „ცეკვასა“ და დედის ამალის მოვალეობასაც არ წყვეტენ.

 

 საინტერესო ფაქტია, რომ ფუტკარი, მიუხედავად იმისა, რომ ათასწლეულებია აწოდებს ადამიანს თაფლს, დინდგელს, ცვილს, რძეს, ჭეოს, მაინც ველურ სახეობად რჩება, რადგან დედა ფუტკრის განაყოფიერება ასეულობით მეტრის სიმაღლეზე ჰაერში ხდება და არა სკაში. ამავდროულად, ფუტკრის გამძლეობის (სავარაუდოდ, ის 30 მილიონი წლის სახეობაა) საფუძველიც ისაა, რომ დედას ანაყოფიერებს არა თავისი ოჯახის მამალი, არამედ სხვა ოჯახისა. თან მამალი განაყოფიერებისას კვდება, რაც, პრაქტიკულად, გამორიცხავს „სისხლის აღრევას“.

 

 რაც შეეხება ფუტკრის დაავადებებს, ის ძირითადად, მოუვლელობის დროს ვითარდება. იაფი წამლები და სუფთა სკა გარანტიას იძლევა, რომ ფუტკარი არ „ჩაქრება“ და სწრაფადაც გამრავლდება.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია