დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რატომ იმუქრებიან წერეთლის ქუჩის მცხოვრებლები გზის გადაკეტვით?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1931
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

ქუთაისში, წერეთლის ქუჩის მერვე შესახვევის მოსახლეობამ მათ ქუჩაზე არსებული პრობლემები 14 მარტს კიდევ ერთხელ გააპროტესტა.


ადგილობრივების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ცენტრალურ უბანში ცხოვრობენ, მაინც - გაუსაძლის პირობებში უწევთ ყოფნა.

 

ამორტიზირებულია გზის საფარი, გახეთქილია წყლის მილები, რის გამოც ქუჩაში ყოველთვის წყალი დგას, გაუმართავია ელექტო ბოძები.

 

ადგილობრივების განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს მერიას, თუმცა  უშედეგოდ. წერეთლის ქუჩის მცხოვრებლები  მერიას ამჯერად ერთკვირიან ვადას აძლევენ, თუკი ერთ კვირაში მათ ქუჩაზე სამუშაოები არ დაიწყება, წერეთლის ქუჩის ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრებიან. ადგილობრივებთან  ერთად ქუჩაზე არსებული პრობლემა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის წევრებმაც გააპროტესტეს. პარტიის თავმჯდომარის, გოგი წულაიას განცხადებით, ხელისუფლებამ საქმე უნდა აკეთოს, საკუთარ მოსახლეობას მოუსმინოს და პრობლემები მოუგვაროს, რის შემდეგაც საარჩევნოდ ხმების მათხოვრობა აღარ დასჭირდება.

 

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აღნიშნეს, რომ მათთან შესული განცხადების საფუძველზე დაიწყება აღნიშნული ქუჩის პრობლემების შესწავლა და შეეცდებიან, ადგილობრივ ბიუჯეტში გამოძებნონ თანხები გზის კეთილმოსაწყობად, ვინაიდან  წერეთლის მერვე შესახვევი რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებულ ქუჩებს შორის  ვერ მოხვდა.

 

ნესტან ჩაგელიშვილი

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია