დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რომან გოცირიძე საშემოსავლო გადასახადში დაუბეგრავი მინიმუმის წინააღმდეგ გამოდის
რომან გოცირიძე საშემოსავლო გადასახადში დაუბეგრავი მინიმუმის წინააღმდეგ გამოდის
ავტორი: თათა ბლიაძე
სულ ნანახია 2000
ავტორი:
თათა ბლიაძე
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ბოლო წლებში მიმდინარეობს მეტნაკლებად შეკრული საგადასახადო კოდექსის რევიზია, მის გაუარესების კუთხით.  ერთ-ერთ ასეთ მაგალითად მიაჩნია საშემოსავლო გადასახადში დაუბეგრავი მინიმუმის ცნების შემოღება, რომელიც ითვალისწინებს 500 ლარამდე შემოსავლების მქონეთათვის ამ გადასახადით არდაბეგვრას.

 

მისი აზრით, თანხის უკან დაბრუნების მექანიზმი არის ტექნიკურად ძნელი,  აღსარიცხად რთული და  ბიუროკრატიული. მეორეც, ხელს უწყობს ხელფასების შეგნებულად შემცირებას დამქირავებლების მხრიდან და ხელზე, ე.წ. კონვერტით ანგარიშსწორების ძველი მახინჯი წესის აღდგენას.

 

 აღნიშნულ ცვლილებას, რომელსაც თავისი გაურკვევლობის  და ქაღალდომანიის გამო, მაინც და მაინც დიდი ენთუზიაზმი არ გამოუწვევია დაქირავებულებში,  ნიშნავს ასევე ერთიანი გადასახადის განაკვეთიდან დიფერენცირებულზე გადასვლას, რაც არ არის სამართლიანი. ჩნდება ცდუნება იმისა, რომ მეტი შემოსავლიანი დაიბეგროს მეტად, რაც იყო უკვე ერთხელ  საქართველოს სინამდვილეში და რასაც თან სდევდა შემოსავლების მასობრივი დამალვა და ცარიელი ბიუჯეტი.

 

„სოციალური საკითხების ერთადერთი მომგვარებელი არის ბიუჯეტი და არა საგადასახადო, საბაჟო თუ სხვა სახის სუბსიდია-პრეფერენციები. დახმარება უნდა იყოს მიზნობრივი, უნდა შეიქმნას სიღარიბეში მყოფთა დადგენის გამართული სისტემა. სწორედ ასეთი მექანიზმების არქონის ბრალია ის, რომ ვჩუქნით, მაგალითად, შუქის და კომუნალური მომსახურების ვაუჩერებს იმათ, რომელთაც ძალიან უჭირთ და იმათაც, ვისაც ეს არაფერში სჭირდება.  უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როცა გვინდა დავეხმაროთ ღარიბს, შედეგს კი იმკიან მდიდრები,“ -  აცხადებს რომან გოცირიძე.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია